ზოგადი ქირურგია

მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტი მოიცავს სხვადასხვა ქირურგიულ მიმართულებას: ზოგადი ქირურგიას, ონკო-ქირურგიას, ბარიატრიას, თორაკალური ქირურგიას, მამოლოგიას და ონკოგინეკოლოგიას.

ლაპაროსკოპიული და ღია წესით ოპერაციები კეთდება, როგორც გეგმიურ, ასევე სასწრაფო-დაყოვნებულ რეჟიმში.  ჩვენი მიზანია,  ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისის მიწოდება, რასაც განაპირობებს კლინიკის ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

ზოგადი ქირურგიული ოპერაციები:

  • ლაპარასკოპიული სლივგასტრექტომია სიმსუქნის გამო.
  • ქოლეცისტექტომია ლაპაროსკოპიული წესით.
  • თიაქარკვეთა თიაქარპლასტიკა საპროტეზო მასალის ,,ბადის“ გამოყენებით ლაპაროსკოპიული წესით;
  • ლაპარასკოპიული და ღია ჰემიკოლექტომია ან ნაწლავის სხვა სახის რეზექცია
  • სანაღვლე გზების რეკონსტრუქციული ოპერაციები
  • კუჭ-ნაწლავის რეკონსტრუქციული ოპერაციები (სტომის ჩაბრუნება) ლაპაროსკოპიული მეთოდით.
  • კუჭის რეზექცია ლაპაროსკოპიული მეთოდით;
  • სპლენექტომია ლაპარასკოპიული მეთოდით;
  • დიაფრაგმისთიაქრის აღდგენითი ოპერაციები ლაპაროსკოპიული წესით
  • ექინოკოკის (ღვიძლი, ფილტვი და სხვა ორგანოების) გამო ლაპარასკოპიული და ღია წესის ოპერაციები.
  • საყლაპავის აქალაზიაზე ოპერაციები ლაპაროსკოპიული მეთოდით.
  • საყლაპავის დივერტიკულის ოპერაციები თორაკო-ლაპაროსკოპიული მიდგომით.

ონკო-ქირურგიული ოპერაციები:

  • საყლაპავის რეზექცია და ექოფაგექტომია (საყლაპავის სრული ამოკვეთა, კუჭის „ყლორტით“ ჩანაცვლება) თორაკო-ლაპაროსკოპიული მიდგომით;
  • კუჭის რეზექცია ლაპაროსკოპიული მეთოდით;
  • გასტრექტომია (კუჭის სრული ამოკვეთა) ლაპაროსკოპიული მეთოდით;
  • პანკრეოდუოდენალური რეზექცია (პანკრეასის თორმეტგოჯას და ფატერის დვრილის სიმსივნის გამო) ლაპაროსკოპიული მეთოდით.
  • პანკრეასის დისტალური რეზექცია ლაპაროსკოპიული მეთოდით. (პანკრეასის სიმსივნის გამო)
  • მარცხენამხრივი ჰემიკოლექტომია და
  • მარჯვენამხრივი ჰემიკოლექტომია ლაპაროსკოპილი მეთოდით (მსხვილ ნაწლავის სიმსივნის გამო)
  • განივი კოლინჯის რეზექცია ლაპაროსკოპიული წესით (განივი კოლინჯის სიმსივნის გამო)
  • სიგმური ნაწლავის რეზექცია ლაპაროსკოპიული მეთოდით (სიგმური ნაწლავის სიმსივნის გამო)
  • წვრილ ნაწლავის რეზექცია ლაპაროსკოპიული მეთოდით (წვრილ ნაწლავის სიმსივნური დაავადების გამო)
  • სწორ ნაწლავის რეზექცია ლაპარასკოპიული და კომბინირებული ლაპროსკოპიული და ტრანსანალური (TaTME) მეთოდით (სწორ ნაწლავის სიმსივნის გამო).
  • სწორ ნაწლავის ექსტირპაცია
  • ლაპაროსკოპიული მეთოდით. (სწორ ნაწლავის სიმსივნის გამო)
  • სპლენექტომია ლაპარასკოპიული მეთოდით (ელენთის სიმსივნის გამო)
  • რეტროპერიტონიული სიმსივნის ამოკვეთა ლაპაროსკოპიული მეთოდით
  • ღვიძლის ატიპიური და ანატომიური რეზექციები.

ზოგადი ქირურგიის გუნდი სისტემატიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგებში და თავად ატარებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი კოლეგების მონაწილეობით მასტერ-კლასებს და ე.წ  Live-Surgery ღონისძიებებს.