ლაზერული ქირურგია

ხორხის, ხახის და პირის ღრუს კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ გამოიყენება – ტრანსორალური ლაზერული მიკროქირურგია – ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც პირის ღრუდან შეყვანილი ენდოსკოპის (ლარინგოსკოპის) საშუალებით ხდება CO2 ლაზერის და ქირურგიული მიკროსკოპის გამოყენებით სიმსივნური ქსოვილის ამოკვეთა.

ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ოპერაცია ფაქტიურად ხორცილდება უსისხლოდ, კანზე ნაწიბური არ რჩება, ვინადიან ოპერაცია ხორცილედება პირის ღრუდან შეყვანილი სპეციალური ხელსაწყოებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – პაციენტებისათვის ეს ოპერაცია ადვილად გადასატანია, მცირეა კლინიკაში ყოფნის პერიოდი, როგორც წესი არ საჭიროებს ოპერაციის შემდეგ ვიზიტებს საავადმყოფოში.