მამოლოგია
ქალთა სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზებიდან, პირველი ძუძუს კიბოა. დაავადების ასაკი საკმაოდ გაახალგაზრდავდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალოდ 1000-დან 1200-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება ყოველწლიურად. სკრინინგის პროგრამამ ძალიან დიდი შედეგი გამოიღო იმ თვალსაზრისით, რომ თუ ადრე მე-3 და მე-4 სტადიით დაავადებულები მიმართავდნენ ექიმებს, ამ პროგრამის დანერგვის შემდგომ გამოვლინდა 1 სტადიით დაავადებული პაციენტები. ჩვენს ქვეყანაში მთავარი პრობლემა მენტალურია. ყველა ქალმა უნდა დასძლიოს ეს ბარიერი და დროულად აღმოაჩინოს არსებობის შემთხვევაში ძუძუს კიბო.
“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” ყველანაირი პირობაა ძუძუს კიბოს სამკურნალოდ – საუკეთესო მამოლოგების გუნდი, თანამედროვე აპარატურა, სხივური და ქიმიური თერაპიის კაბინეტები. კლინიკაში მსოფლიოში არსებული ყველა წარმატებული მეთოდია დანერგილი.
როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?
თანამედროვე სტანდარტებით, მას შემდეგ, რაც გოგონას გაეზრდება მკერდი, აქედან იწყება დაკვირვება. ყოველთვიურად მენსტრუაციული ციკლის შემდგომ ყველა ქალმა უნდა შეამოწმოს თვალით, შეიცვალა თუ არა მისი მკერდის ფორმა-ზომა. ასევე, რეკომენდირებულია, დამოუკიდებლად შემოწმდეს მკერდის სტრუქტურა. სკრინინგში პაციენტი არ უნდა მიდიოდეს კვანძებით. პაციენტს, რომელსაც კვანძი აქვს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. თუ ქალბატონი ნამშობიარებია, გამოიარა ლაქტაციის პერიოდი და ჰქონდა შეწყვეტილი ორსულობა, ამ დროს იქმნება სადინრების პრობლემა, რაც კიდევ ერთი მაპროვოცირებელია კვანძის წარმოსაქმნელად. სამწუხაროდ, კლიმაქსის პერიოდში წარმოქმნილი კვანძების 90% ავთვისებიანი სიმსივნეა. ახალგაზრდა ქალი წელიწადში ერთხელ უნდა გაესინჯოს მამოლოგს. ამ დროს, სავარაუდოდ, საჭირო იქნება ექოსკოპიის გაკეთება. 50 წლის ასაკიდან რეკომენდირებულია წელიწადში 2 ჯერ გასინჯვა. ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სიფრთხილე და მცირე სიმპტომებზე ყურადღების გამახვილება.
როგორ ხდება მკურნალობა?
მკურნალობისთვის გამოიყენება ქირურგიული ჩარევა, ჰორმონალური მკურნალობა, სხივური და ქიმიო თერაპია. თუ პაციენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, აუცილებელი ხდება ქირურგიული მკურნალობა, ინიშნება სხივური ან ქიმიო, საჭიროების შემთხვევაში ორივე ერთად. ჰორმონული მკურნალობა ინიშნება პაციენტის შესწავლის შემდგომ.
პროცედურა:
პაციენტს სინჯავს ექიმი, საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს მამოგრაფიას, ექოსკოპიას, ციტოლოგიას. თუ 2 სმ-ზე დიდი ზომისაა კვანძი, ტარდება კორბიოფსია, რომელიც განსაზღვრავს ჰორმონალურ სტატუსს. თუ მე-2 სტადიაა, ინიშნება სხივური და ქიმიური თერაპია. თუ გავრცელებულია სიმსივნე, მორფოლოგიულად ხდება მისი შესწავლა და დგინდება ჰორმონალური სტატუსი. თუ სიმსივნე საკვერცხეებზეც გავრცელებულია, კეთდება ოპერაცია ორ ორგანოზე.
გახსოვდეთ, ადრეული ძუძუს სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში გამოჯანმრთელების შანსი ძალიან დიდია.