უჯრედული თერაპია

“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი” ექსკლუზიურად სთავაზობს პაციენტებს ისეთ პროცედურებს როგორიაა: ძვლის ტვინიდან უჯრედული თერაპიისთვის მასალების მომზადებას, იმუნო თერაპიას, დენდრიტული კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინით და ლაკ-თერაპიას.

უჯრედული თერაპია არის უჯრედების შეყვანა ორგანიზმში დაავადების მკურნალობის ან პრევენციის მიზნით. გადასანერგი უჯრედები შეიძლება მიღებულ იქნეს თავად პაციენტისგან ან დონორისგან. შესაძლოა გადაინერგოს ახლად აღებული, გაუმრავლებელი უჯრედები ან წინასწარ მოხდეს უჯრედების გამრავლება-მანიპულირება და შემდგომი შენახვა გაყინულ მდგომარეობაში და საჭირო დროს მოხდეს მათი ტრანსპლანტაცია პაციენტში. უჯრედული თერაპიის სახეებია:

  • ღეროვანი უჯრედების გადანერგვა (ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედები, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები, ჭიპლარის ქსოვილის ღეროვანი უჯრედები) ჰემატოლოგიასა (მაგ. სისხლის ონკოლოგიური დაავადებები) და რეგენერაციულ მედიცინაში (მაგ. ნეიროდეგენერაციული დაავადებების-პარკინსონის, ალცჰაიმერის დაავადებების დროს, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმების დროს, აუტოიმუნური დაავადებების დროს (გაფანტული სკლეროზი, მგლურა, სკლეროდერმია).
  • იმუნოთერაპია, როცა პაციენტის საკუთარი იმუნური სისტემის უჯრედების (მაგ. ლიმფოციტები ან დენდრიტული უჯრედები) გამრავლება-მოდიფიცირება ხდება ორგანიზმის გარეთ სპეციალური მეთოდებით ინკუბატორებში და შემდგომ ხდება მათი შეყვანა ორგანიზმში იმუნური სისტემის გაძლიერების მიზნით, მაგალითად სიმსივნეების დროს ან მოდულაციის მიზნით, მაგ, აუტოიმუნური დაავადებები.

ღეროვანი უჯრედი – ეს არის მოუმწიფებელი ახალგაზრდა უჯრედი, რომელსაც შესწევს თვითგანახლებისა და პარალელურად დიფერენცირების უნარი, ანუ იგი წარმოქმნის ქსოვილებს, უჯრედებსა და ორგანოებს. ყველაზე მძლავრი ღეროვანი უჯრედი – ეს არის ღმერთის მიერ შექმნილი სიცოცხლის დასაბამი, განაყოფიერებული კვერცხუჯრედი. მისგან ვითარდება ადამიანის ორასზე მეტი ტიპის უჯრედი, რომელთა საერთო რაოდენობა 100 ტრილიონამდეა. ტერმინი “ღეროვანი უჯრედი” პირველად 1908 წელს გამოიყენეს. ის მომდინარეობს გერმანული სიტყვიდან “შტამცელე” (“შტამ” – ღერო, დასაწყისი, საფუძველი, “ცელე” – უჯრედი). ეს მართლაც არის საფუძველი უჯრედი, დასაბამი უჯრედი. ძალიან კარგად ჟღერს მისი სახელწოდება ესპანურად: “ცელულა მადრე” – დედა უჯრედი. რადგან დედა ყველაფრის საწყისია. რაც უფრო იმატებს ორგანიზმის ასაკი, მით უფრო მცირდება ღეროვანი უჯრედების პოტენციალი. ეს მეტად მნიშვნელოვანია. სიბერეც, შეიძლება ითქვას, ღეროვანი უჯრედების დეფიციტით არის გამოწვეული, იმიტომ, რომ ღეროვანი უჯრედი არის ორგანიზმში რეგენერაციის, თვითაღდგენის ერთადერთი წყარო. ორგანიზმი მუდმივად ცვდება და ღეროვანი უჯრედები რომ არ იყოს, რა თქმა უნდა, დაბერება და კვდომა გაცილებით ადრე მოხდებოდა.

კლინიკას ბევრი წარმატებული შედეგი აქვს ნევროლოგიური დაავადებების მკურნალობაში, როდესაც პაციენტს აქვს ტრამვა ავარიის, ტყვიის ან მკვეთრი დაცემის დროს მიღებული, აქვს პარკისონის დაავადება ან გაფანტული სკლეროზი. ამ დროს რეკომენდირებულია საკუთარი ძვლის ტვინის ღეროვან უჯრედების გამდიდრება. პროცედურა 2 საათს გრძელდება და შემდეგნაირია: პაციენტიდან იღებენ 50-100 მლ ძვლის ტვინს. ლაბორატორიაში ამდიდრებენ უჯრედებით, აუმჯობესებენ კონცენტრაციას და იგივე უჯრედების შეყვანა ხდება ან ქირურგიული ოპერაციის დროს დაზიანებულ უბანზე ან ხერხემლის არხში. ამ პროცედურის შედეგად პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება, იზრდება კიდურების მგრძნობელობა, უკეთესდება სქესობრივი აქტივობა და ა.შ.

პროცედურა ძალიან ეფექტურია ღვიძლის ციროზის დროს, მნიშვნელოვნად იცვლება ღვიძლის ფუნქციონირება. თერაპია ნახევარ წელიწადში ერთხელ, ზოგჯერ წელიწადში ერთხელ მეორდება უკეთესი შედეგის მისაღწევად.
პროცედურა დანერგილია და დიდი წარმატებით ფუნქციონირებს იაპონიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

იმუნური თერაპიის სახელით ცნობილია ლაკთერაპია და სიმსივნის საწინააღმდეგო ვაქცინა. იმუნურ სისტემის გასაუმჯობესებლად ვენიდან იღებენ სისხლს. ამუშავებენ იმ დონემდე, რომ მივიღოთ საჭირო მონონუკლეარული ლიმფოციტები, რადგან იქვეა ბუნებრივი კილერები, რომელიც თანდაყოლილი იმუნური სისტემის ნაწილია და წარმოადგენს უჯრედს, რომელიც სიმსივნისაგან დაცვის საშუალებაა. მათ აქვთ ვირუსით დასნეულებული უჯრედების განადგურების უნარი. აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალურია ყველა პაციენტთან მიდგომა. ზუსტი პროცედურა კი შემდეგია: ვენიდან აღებული სისხლიდან თავისუფლდება და აქტიურდება კილერები, ემატება აქტიური ნივთიერება, მრავლდება და ამის შემდეგ უფრო ეფექტურად ებრძვის სიმსივნეს. 2 კვირიანი ინკუბაციის შემდეგ (იყინება თხევად აზოტში) 5 თვის განმავლობაში ხდება შეყვანა ხერხემლის არხში, ვენაში ან კანქვეშ საჭიროების მიხედვით. პროცედურის გამეორება შესაძლებელია კომბინაციაშიც. შეიძლება გამოყენებულ იქნას ქიმიო თერაპიასთან ერთად. საუკეთესო შედეგისთვის აუცილებელია, მაქსიმალურად მცირე ზომაზე დავიყვანოთ სიმსივნე და ამის შემდეგ ჩავატაროთ უჯრედული თერაპია. თერაპიას აქტიურად გამოიყენებენ სხვა და სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეებზე, მათ შორის ფარისებურის არადიფირინცირებულ ფორმაზე, გინეკოლოგიურ სიმსივნეებზე, ბრტყელუჯრედოვან სიმსივნეებზე, თავ-კისრის ლოკალიზაციის სიმსივნეზე. სტანდარტულად 8 ინექცია უკეთდება პაციენტს, ზოგიერთ შემთხვევაში ექიმებს უწევთ ყველა ინექციის ერთად შეყვანა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

დენდრიტული უჯრედებისგან მზადდება პერსონალიზირებული ვაქცინა, კონკრეტული სიმსივნისთვის. უჯრედების მისაღებად საჭიროა სიმსივნის ქსოვილი პირველადი და მეტასტაზური და დენდრიტული უჯრედები, რომლებიც მცირე რაოდენობითაა სისხლში. იღება სისხლი, თავისუფლდება იმუნური სისტემის დირიჟორი უჯრედსგან, იგივე დენდრიტული უჯრედისგან. ისინი დაიგეშებიან აქტივდებიან ამ სიმსივნის საწინააღმდეგოდ. თუ კიდევ სადმე დარჩა, ის იპოვის და ებრძვის მას. დენდრიტულს ამრავლებენ, მერე ამატებენ სიმსივნური ქსოვილს და ესენი იჭერენ დარჩენილ სიმსივნურ უჯრედებში. შემდეგ შეჰყავთ კანში 2 კვირაში 1 ხელ 4 ჯერ. 1 ცალს აქვს 3000 ლიმფოციტის გააქტიურების უნარი. დღეის მონაცემებით ამ პროცედურას აქვს საუკეთესო შედეგები, რომელიც სხვა არანაირ სამედიცინო ლოგიკას არ ექვემდებარება.

უჯრედების შეყვანა მიზანშეწონილია სხივური და ქიმიო თერაპიის დასრულებიდან 1 თვეში. იაპონიაში არის იმუნოთერაპიის ცენტრი, სადაც 5000 პაციენტი ჰყავთ განკურნებული. ჩვენს კლინიკაში ლაკთერაპია 2011 წლის იანვარში დაინერგა, ხოლო კიბოს ვაქცინის გამოყენება 2013 წლიდან დაიწყო.

ჭიპლარის სისხლის ბანკი – ჯეოქორდი

ჭიპლარის სისხლის შენახვის მსოფლიო ისტორია მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან იქმნებოდა. ათწლეულების მანძილზე მიმდინარე კვლევებმა აჩვენა, რომ ჭიპლარის სისხლი შეიცავდა დიდი რაოდენობით ღეროვან უჯრედებს, რომლის გამოყენება შეიძლებოდა როგორც სრულფასოვანი ალტერნატივა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისათვის. მრავალი წლის ექსპერიმენტული კვლევის შემდგომ შემზადდა ნიადაგი მისი გადანერგვისათვის და 1988 წლის 6 ოქტომბერს, ელიან გლუკმანის ჯგუფმა, საფრანგეთში ჩაატარა ჭიპლარის სისხლის პირველი წარმატებული ტრანსპლანტაცია 6 წლის ფანკონის ანემიით დაავადებულ პაციენტთან. პაციენტი განიკურნა და დღესაც თავს კარგად გრძნობს. 1991 წელს, ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაციით განიკურნა პაციენტი ქრონიკული მიელოგენური ლეიკემიით. ცხადი გახდა ამ მეთოდის დიდი პერსპექტივების შესახებ. შემდგომმა გადანერგვებმა დაადასტურა, რომ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრდების ტრანსპლანტაცია ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სრულფასოვანი ალტერნატივაა. წამოიჭრა საკითხი ჭიპლარის სისხლის ბანკის შექმნის შესახებ.

1992 წელს აშშ-ში დაარსდა პირველი საერთაშორისო რეგისტრი და პირველი ჭიპლარის სისხლის ბანკიც შეიქმნა. ნიუ -იორკის ჭიპლარის სისხლის ბანკი და არიზონას უნივერსიტეტთან არსებული ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი. სადღეისოდ აშშ-ში არსებობს ჭიპლარის სისხლის 55 ბანკი. სულ მალე ევროპაშიც შეიქმნა ჭიპლარის სისხლის რეგისტრი და ბანკი. ასეთმა დაწესებულებებმა მალე მოიპოვა პოპულარობა, როგორც სამედიცინო წრეებში, ასევე მოსახლეობაში. სადღეისოდ მსოფლიოში სულ მცირე 150 ბანკია შექმნილი, სადაც ხორციელდება, როგორც საკუთარი (აუტოლოგიური), ასევე დონორების (ალოგენური) ჭიპლარის სისხლის დამუშავება და ხანგრძლივი დროით შენახვა. სადღეისოდ მსოფლიოში ერთ მილიონამდე ნიმუშია შენახული. პარალელურად კიდევ უფრო ფართო გაქანება მიეცა ტრანსპლანტაციას და 2003 წლისთვის მსოფლიოში 6000-მდე ასეთი ტრანსპლანტაცია განხორციელდა. სადღეისოდ კი უკვე 40000-მდე. პაციენტთა უმეტესობა ბავშვია, მაგრამ სულ მცირე 10% მოზრდილი პაციენტია. მომავალში შესაძლებელი იქნება ასევე ჭიპლარის სისხლიდან სხვა ქსოვილების (ნერვული, მიოკარდიუმის, ღვიძლის, პანკრეასის, ძვლის, ხრტილის) მიღება. სულ უფრო მზარდია ჭიპლარის სისხლის რეგენერაციულ მედიცინაში გამოყენება. უკვე იყენებენ მას კლინიკურ კვლევებში ცერებრული დამბლის (200-ზე მეტი პაციენტი), თავისა და ზურგის ტვინის ტრავმების, შაქრიანი დიაბეტის I ტიპის, მაობლიტირებელი ენდარტერიიტი, ათეროსკლეროზი, ართროზები.

2005 წლის 20 დეკემბერს აშშ-ს კონგრესმა მიიღო ღეროვანი უჯრედებით მკურნალობისა და კვლევის აქტი (STEM CELL THERAPEUTIC AND RESEARCH ACT OF 2005). ის ითვალისწინებს 150,000 ახალი მასალის შეგროვებას სისხლის დაავადებებით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, მეტაბოლური დაავადებებით, ჰემოგლობინოპათიებითა და თანდაყოლილი იმუნოდეფიციტით შეპყრობილი პაციენტების ოჯახებში ჭიპლარის სისხლის შეგროვების დაფინანსებას და ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების კვლევას. პროგრამის დასაფინანსებლად ყოველწლიურად 50 – 54 მილიონი აშშ დოლარი იყო გამოყოფილი 2010 წლის ჩათვლით. 2011-2015 წლებისთვის ამ მიზნებისათვის დამატებით 43 მილიონი დოლარი გამოიყო.

რა არის ჭიპლარის სისხლი?

ჭიპლარის სისხლი ეწოდება სისხლს, რომელიც ჭიპლარის ვენაში და პლაცენტაში (მომყოლში) რჩება ბავშვის დაბადების და ჭიპლარის გადაკვანძვის შემდეგ. შესაძლებელია ამ სისხლის შეგროვება. ჩვეულებრივ, მისი მოცულობა 20-200 მლ-მდე მერყეობს. ამ უჯრედების შენახვა პრაქტიკულად უსასრულოდ შეიძლება თხევად აზოტში და მათ სამედიცინო საჭიროებისას თქვენი შვილი გამოიყენებს.

რა არის ღეროვანი უჯრედები?

ჭიპლარის სისხლი მდიდარია ორგანიზმის მუდმივი განახლებისთვის საჭირო ღეროვანი უჯრედებით. ღეროვან უჯრედებს გააჩნიათ თვითგანახლების უნარი და ამავდროულად შეუძლიათ სხვადასხვა სახის უჯრედებად (მაგ. კანის, ძვლის, სისხლის, ხრტილის, კუნთის, ღვიძლის, ნერვული სისტემის) მომწიფება და შედეგად ქსოვილებისა და ორგანოების მუდმივ აღდგენა-თვითგანახლებას უზრუნველყოფენ. ამგვარად, ღეროვანი უჯრედი ორგანიზმის უწყვეტი რეგენერაციის წყაროა. ჩასახვის პირველ დღეებში ორგანიზმი მხოლოდ ღეროვანი უჯრედებისგან შედგება, შემდგომ კი მათი პროცენტული რაოდენობა თანდათან კლებულობს, რადგან მათგან წარმოიქმნება დიფერენცირებული უჯრედები, რომელთაც ორგანიზმში კონკრეტული ფუნქციები ეკისრებათ.

ღეროვანი უჯრედების პროცენტული შემცველობა და რეგენერაციის პოტენციალი გაცილებით მეტია ჩვილ ორგანიზმში და ასაკის მატებასთან ერთად კლებულობს. ჭიპლარის სისხლი მდიდარია სისხლმბადი ღეროვანი უჯრედებით. აქვე მოიპოვება ე.წ. მეზენქიმური და ენდოთელური (სისხლძარღვთა წარმომქნელი) ღეროვანი უჯრედები. ჭიპლარის სისხლში CD34+ სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების პოტენციალი ოცჯერ აღემატება მოზრდილთა ძვლის ტვინის CD34+ სისხლმბადი ღეროვანი უჯრედების პოტენციალს.

ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრდების უპირატესობანი

ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრდების შეგროვება სრულიად უსაფრთხოა, როგორც დედის, ასევე ახალშობილისათვის, მაშინ, როცა ძვლის ტვინიდან ღეროვანი უჯრედების აღება საკმაოდ მტკივნეული და რისკთან დაკავშირებული პროცედურაა.
ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს აქვთ დაზიანებულ ქსოვილში ჩანერგვის მაღალი უნარი, გრძელი ტელომერები და ტელომერაზის მაღალი აქტივობა (ეს ორივე კომპონენტი დამახასიათებელია ახალგაზრდა და მაღალი გამრავლების უნარის მქონე უჯრედებისათვის), ლიმფოციტების დაბალი ციტოტოქსიური ეფექტი და ანთების ციტოკინების (ინტერფერონი გამა, ინტერლეიკინი 4, 5, 10) მცირე პროდუქცია, რის გამოც იმუნური შეუთავსებლობის რეაქციები იშვიათია და მსუბუქად მიმდინარეობს. ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისაგან განსხვავებით, ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაციის დროს არ არის აუცილებელი დონორისა და რეციპიენტის HLA სისტემების სრული თანხვედრა. ეს მეტად მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ვერ მოეძებნათ იმუნურად იდენტური მოზრდილი დონორი.

რა დაავადებისთვის გამოიყენება ჭიპლარის სისხლი?

სისხლის პირველი ტრანსპლანტაცია 1988 წელს განხორციელდა. სადღეისოდ 40000-მდე გადანერგვა განხორციელდა სისხლის სიმსივნური დაავადებების (ლეიკემიები, ლიმფომები), აუტოიმუნური დაავადებების, თანდაყოლილი ანემიებისა (სისხლნაკლებობის) და იმუნოდეფიციტური დაავადებების სამკურნალოდ, ასევე აღდგენით მედიცინაში.
ჭიპლარის სისხლის გადანერგვა წარმოადგენს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის სრულფასოვან ალტერნატივას.
ჭიპლარის სისხლის საკუთარი ღეროვანი უჯრედების გამოყენებით მიმდინარეობს კლინიკური კვლევები რეგენერაციულ ანუ აღდგენით მედიცინაში: ცერებრული დამბლა, თავის ტვინის ტრავმა, ზურგის ტვინის ტრავმა, აუტიზმი, სისხლძარღვთა შევიწროება (ათეროსკლეროზი და ენდარტერიიტი), შაქრიანი დიაბეტი, სმენის შეძენილი დაქვეითება. საკუთარი ღეროვანი უჯრედები გარანტირებულად საუკეთესო არჩევანია, თუ საქმე დაზიანებული ქსოვილების აღდგენას ეხება.
ნუ გაუშვებთ შანსს, რომელიც ერთხელ გეძლევათ და შეუნახეთ შვილს ჭიპლარის სისხლი. ღეროვანი უჯრედების შენახვით თქვენ უზრუნველყოფთ თქვენს შვილს ჯანმრთელი მომავლით!

რა გამოკვლევები უტარდება ჭიპლარის სისხლს?

შეგროვებული სისხლის გამოკვლევა ხორციელდება სხვადასხვა ბაქტერიულ (აერობულ და ანაერობულ), სოკოვან და ვირუსულ გამომწვევებზე. მსოფლიო სტანდარტის მიხედვით გამოკვლევა მოიცავს პოლიმერაზის ჯაჭვური რეაქციით (PCR) შემდეგ ვირუსების კვლევას: ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს–პირველი და მეორე ტიპის (შიდსის ვირუსი), C ჰეპატიტის ვირუსს, B ჰეპატიტის ვირუსს, ადამიანის T ლიმფოტროპული ვირუსს (პირველი და მეორე ტიპის), ციტომეგალოვირუსს. ასევე სისხლი მოწმდება სიფილისის გამომწვევზე – მკრთალ ტრეპონემაზე სეროლოგიური მეთოდით–RPR. გამდინარე ციტომეტრიის მეთოდით კი ტარდება ნიმუშის იმუნოფენოტიპირება, ბირთვიანი და ღეროვანი უჯრედების რაოდენობრივი და პროცენტული შემცველობის დადგენა და მოწმდება უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა.
ღეროვანი უჯრედების წარმატებული ტრანპლანტაციისათვის აუცილებელია დონორისა და რეციპიენტის HLA სისტემების თანხვედრა, ანუ მათი იმუნური სისტემების თავსებადობა. არამონათესავე პირების შემთხვევაში იმუნოთავსებადობის შანსი ძალიან დაბალია და შადგენს 1:70000. დედმამიშვილებში ეს შეფარდება კი ძალიან მაღალია: 1:4, ანუ შენახული ჭიპლარის სისხლი საშუალოდ დაახლოებით 25%–ში გამოდგება დედმამიშვილის სამკურნალოდაც. ბოლო ხანებში ფეხს იკიდებს ჭიპლარის სისხლის გადანერგვა 50% -იანი თანხვედრით, ე.წ. ჰაპლოიდენტური ტრანსპლანტაცია. დუკის უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევისას, რომელიც 2015 წელს დაიწყო, ცერებრული დამბლით დაავადებულ პაციენტებს უნერგავენ მათი დედმაშვილის სისხლს, თუნდაც იმუნოთავსებადობა მხოლოდ 50%-იანი იყოს (იხ. აქ). ასეთი მიდგომა ზრდის შანსს, რომ დედმამიშვილის სამკურნალოდ ჭიპლარის სისხლის ნაცვლად 25%-ისა უკვე 75%-შია გამოსადეგი.
ჭიპლარის ბანკი უზრუნველყოფს ხელშეკრულების თანახმად თქვენი შვილისათვის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების შენახვას და საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ოჯახის წევრების სამკურნალოდ მის გაცემას. სხვა პაციენტისთვის ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გადაცემა გამორიცხულია.

თუ თქვენ ბავშვს ელოდებით

თუ გსურთ, რომ თქვენს ბავშვს შეუნახოთ ჭიპლარის სისხლი, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მშობიარების სავარაუდო თარიღამდე 2-3 სამი კვირით ადრე ან, უკიდურეს შემთხვევაში, მშობიარობის წინ მიმართოთ თქვენს მეან-გინეკოლოგს, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ახალშობილის ჭიპლარის სისხლის შეგროვებას სპეციალური კონტეინერის საშუალებით და მოწოდებას ჩვენს ბანკში.

დაავადებები

სადღეისოდ ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაცია სტანდარტული თერაპიაა სისხლის ონკოლოგიური და არაონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. სისხლმბადი სისტემის ონკოლოგიური დაავადებები:

  • მწვავე ლეიკემია
  • მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია
  • მწვავე მიელოიდური ლეიკემია
  • ქრონიკული ლეიკემია
  • ქრონიკული მიელოგენური ლეიკემია
  • ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია
  • ლიმფომები
  • ჰოჯკინის
  • არაჰოჯკონის
  • მიელოდისპლაზიური სინდრომი
  • მიელოპროლიფერაციული დაავადებები
  • მწვავე მიელოფიბროზი
  • ანგიოგენური მიელოიდური მეტაპლაზია
  • ჭეშმარიტი პოლიციტემია
  • ესენციალური თრომბოციტემია
  • პლაზმური უჯრედების დაავადებები
  • მრავლობითი მიელომა
  • პლაზმური უჯრედების ლეიკემია
  • ვალდენსტრიომის მაკროგლობულინემია
  • სისხლმბადი სისტემის არაონკოლოგიური დაავადებები.

თანდაყოლილი ანემიები:

  • ბეტა თალასემია
  • ბლაკფან–დაიმონდის ანემია
  • ერითროციტების აპლაზია
  • ნამგლისებრი ანემია
  • პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურია
  • თრომბოციტების თანდაყოლილი დაავადებები
  • თანდაყოლილი თრომბოციტოპენია
  • გლანცმანის თრომბასთენია
  • იმუნური სისტემის თანდაყოლილი დაავადებები
  • მძიმე კომბინირებული იმუნოდეფიტები
  • ატაქსია-ტელეანგიექტაზია
  • შიშველი ლიმფოციტების სინდრომი
  • დი ჯორჯის სინდრომი
  • ლეიკოციტების ადჰეზიის დეფიციტი
  • ვისკოტ-ოლდრიჯის სინდრომი
  • ჩედიაკ-ჰაგაშის სინდრომი
  • ნეიტროფილების აქტინის დეფიციტი
  • რეტიკულური დისგენეზი
  • თანდაყოლილი ნეიტროპენიები
  • კოსტმანის სინდრომი
  • მუკოპოლისაქარიდოზები
  • ჰურლერის სინდრომი
  • შეიეს სინდრომი
  • ჰუნტერის სინდრომი
  • სანფილიპოს სინდრომი
  • მორკიოს სინდრომი
  • მაროტო-ლამის სინდრომი
  • ბეტა-გლუკურონიდაზის დეფიციტი
  • მუკოლიპიდოზი II ტიპის
  • ლეიკოდისტროფიული დაავადებები
  • ადრენოლეიკოდისტროფია
  • კრაბეს დაავადება
  • მეტაქრომული ლეიკოდისტროფია
  • ლიზოსომური დაავადებები
  • გოშეს დაავადება
  • ნიმან-პიკის დაავადება
  • სენდჰოფის დაავადება
  • ტეი-საქსის დაავადება
  • ვოლმანის დაავადება.
  • სხვა თანდაყოლილი დაავადებები
  • ლეშ-ნიჰანის სინდრომი
  • ოსტეოპეტროზი.

ახლო მომავლის პრესპექტივები

ახლო მომავალში ჭიპლარის სისხლი გამოყენებულ იქნება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • მიოკარდიუმის ინფარქტის
  • ინსულტების
  • ალცჰაიმერის დაავადების
  • პარკინსონის დაავადების
  • გაფანტული სკლეროზის
  • სხვა ნეიროდეგენერაციული და კუნთოვანი დაავადებების
  • შაქრიანი დიაბეტის
  • ღვიძლის ციროზის.

მსოფლიოს მრავალ ლაბორატორიაში ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების სინჯარაში გამრავლებისა და მათგან სხვადასხვა ქსოვილის მიღების რეგენერაციული (აღდგენით) მედიცინაში გამოსაყენებლად, მათ შორის ღვიძლის უჯრედების (ჰეპატოციტების), ნერვული უჯრედების, სისხლძარღვთა უჯრედების (ენდოთელიოციტების), ხრტილის ქსოვილის უჯრედების, კანის ქსოვილის უჯრედების და ა. შ. არც თუ ისე შორეულ მომავალში რეალურად იქნება შესაძლებელი ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებიდან პაციენტისთვის სასურველი უჯრედებისა და ქსოვილის გაზრდა.