ჯეოქორდი არის ჭიპლარის სისხლის კერძო ბანკი, რომელიც ინახავს ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს და თავის საქმიანობას ახორციელებს ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების მიღების, დამუშავებისა და შენახვის თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად. ის ISO 9001:2008 სერთიფიკატის მფლობელია. 

მსოფლიოში მრავალი ათეული ჭიპლარის სისხლის კერძო ანუ ოჯახური  ბანკია, სადაც მშობლები თავიანთი შვილების ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს ინახავენ. არჩევანი დიდია. დამუშავების სტანდარტებში გაცნობიერებულობა კლიენტს დაეხმარება ოპტიმალური არჩევანის გაკეთებაში.

ჩვენ გვინდა გაგაცნოთ ის ეტაპები და სტანდარტები, რომლის დაცვითაც ხორციელდება  ჭიპლარის სისხლის დამუშავება ჩვენს ბანკში.

  1.  ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გამოცალკევება ერითროციტებისა და პლაზმისაგან, რასაც ერითროციტების დეპლეცია ეწოდება. ერითროციტების დეპლეცია თანამედროვე სტანდარტია  მსოფლიოში და ის ხდება პრეპარატ ჰიდროქსიეთილსახამებლით, რომელიც მედიცინაშიც ფართოდ გამოიყენება და კარგადაა აპრობირებული. თუ არ მოხდა ერითროციტების   მოშორება, თხევად აზოტში გაყინვის დროს ერითროციტების დიდი ნაწილი იშლება და გამოთავისუფლებული ჰემოგლობინი ტოქსიურია ტრანსპლანტაციის დროს და შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.
  2. ჭიპლარის სისხლის გაყინვა: ჭიპლარის სისხლის უჯრედების გაყინვა ფაქიზი და მეტად საპასუხისმგებლო პროცესია.  რადგანაც თხევადი აზოტის ტემპერატურა არის -196°C, ამიტომ უჯრედების ოთახის ტემპერატურიდან (ანუ 20-25°C-დან) უცბად -196°C-ზე მოხვედრა უდიდეს შოკს უჯრედებისათვის, რის შედეგადაც ღეროვანი უჯრედების მნიშვნელოვანი ნაწილი იღუპება. სადღეისოდ მსოფლიო სტანდარტია ღეროვანი უჯრედების გაყინვა  ე.წ. პროგრამირებულ გამყინავში, სადაც სპეციალური გამყინავი ახდენს უჯრედების თანდათანობით გაცივებას, წუთში -1 °C-ით, რაც უზრუნველყოფს უჯრედების მაღალ სიცოცხლისუნარიანობას. ამასთანავე, უჯრედების კონცენტრატს  ვამატებთ  კრიოპროტექტანტ ნივთიერებას, რომელიც დაიცავს გაყინულ უჯრდებს დაზიანებისგან. ამ ნივთიერების სახელწოდებაა დიმეთილსულფოქსიდი (DMSO), რაც ასევე მსოფლიო სტანდარტია.  შედეგად,  ჩვენი კლიენტების გაყინული უჯრედების სიცოცხლისუნარიანობა მაქსიმალურადაა შენარჩუნებული.
  3. გამოკვლევები, რომლებიც  უტარდება ჭიპლარის სისხლს ჯეოქორდში
    თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ჭიპლარის სისხლს ჩვენთან  შემდეგი კვლევების უტარდება:
    სისხლის საერთო ანალიზი
    სისხლის ჯგუფი და რეზუსი
    კვლევები სტერილობაზე:
    სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (აერობული და ანაერობული  ბაქტერიები და სოკოები)
    გამოკვლევა შემდეგ ვირუსებზე პოლიმერაზის ჯაჭვური რეაქციით: შიდსის გამომწვევ იმუნოდეფიციტის ვირუსის ორ ტიპზე, ბ და ც ჰეპატიტის ვირუსებზე, ციტომეგალოვირუსზე, ტ ლიმფოტროპული ლეიკემიის ვირუსის ორ ტიპზე (იწვევს ლეიკემიას)
    სეროლოგიური კვლევა სიფილისზე
  4. უჯრედებს უტარდება კვლევის თანამედროვე მეთოდით გამოკვლევა ე.წ. გამდინარე ციტომეტრიით, რითაც ხდება ღეროვანი უჯრედების რაოდენობის,პროცენტული შემადგენლობისა და  სიცოცხლისუნარიანობის დადგენა
    მსოფლიო სტანდარტია CD34, CD45 ანტისხეულებით უჯრედების მონიშვნა და გამოკვლევა.  კვლევის შედეგია ე.წ. ციტოგრამა.

ამგვარი დამუშავების შემდგომ ნიმუშები ინახება თხევადი აზოტის თანამედროვე რეზერვუარებში ორთქლის ფაზაში და  მუდმივად ხორციელდება რეზერვუარების მონიტორინგი.