„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ მისიაა, დავუბრუნოთ გამოჯანმრთელებული პაციენტები თავიანთ ოჯახებს, რაც გამოიხატება პაციენტებზე ზრუნვით, მკურნალობის მაღალი სტანდარტით, ახალი კადრების სწავლებით, არსებული კადრის გადამზადებითა და მედიცინის სხვადასხვა დარგში ახალი აღმოჩენების მოტივაციით.

ჩვენი მიზანია, რომ აღიარებული ვიყოთ საუკეთესო კლინიკად ჩვენს სფეროში, ჩვენი მოქალაქეებისთვის საუკეთესო სერვისების მიწოდებითა და ექიმებისთვის საუკეთესო სამუშაო პირობების შექმნით.

ჩვენი ფასეულობებია:

  • კეთილსინდისიერება
    სამედიცინო სფერო კონტრასტულია, ხშირია რთული გადაწყვეტილებები, ტკივილი და სიხარული, სიკვდილ-სიცოცხლის ჭიდილი. იმისთვის, რომ ბოლომდე ვემსახუროთ ჩვენს საქმეს, დადებულ ფიცს, – კეთილსინდისიერება ჩვენს გუნდში მნიშვნელოვანია.ამ ღირებულებებით, ვცდილობთ ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის  მარდალეიშვილი იყოს მეტი, ვიდრე კლინიკა, ბრენდი და დამსაქმებელი.

  • გამოცდილება / სიბრძნე
    მუდმივი განვითარება ქმნის ახალ შესაძლებლობებს. ჩვენს წარმატებას და პაციენტების კმაყოფილებას განაპირობებს ჩვენი გამოცდილება, რომელიც ათწლეულებს ითვლის და ის გუნდი, რომლის პროფესიული კომპეტენცია საუკეთესოა. სწორედ პროფესიონალიზმი და გამოცდილება ქმნის ხარისხს და ავითარებს როგორც სამედიცინო სფეროს, ასევე მომხმარებლის მაღალ სტანდარტებს.

  • ნდობა
    ის, ვინც მარდალეიშვილს, როგორც ჯანმრთელობის მხარდამჭერად აირჩევს, გვინდა კეთილსინდისიერები და სანდო ვიყოთ პაციენტის მომსახურებაში და პროფესიონალიზმში. ჩვენს თანამშრომლებს, პაციენტებს და პარტნიორებს, მხოლოდ პატივისცემით და ნდობით მოვექცევით.