რადიაციული მედიცინის ცენტრი არის რადიოთერაპიისა და ბირთვული მედიცინის სპეციალიზებული დაწესებულება „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ შემადგენლობაში. ჯგუფი 1995 წლიდან ფუნქციონირებს და საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე კერძო ონკოლოგიურ ცენტრს წარმოადგენს. ცენტრი მდებარეობს თბილისში, ლ. ჩარკვიანის ქუჩა №8-ში, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის მთავარი კამპუსის გვერდით. რადიაციული მედიცინის ცენტრი უზრუნველყოფს დისტანციურ რადიოთერაპიას,  სხივურ თერაპიას, PET-CT ბირთვულ დიაგნოსტიკასა და მიზანმიმართულ რადიონუკლიდურ თერაპიას. ეს ინფრასტრუქტურა ასრულებს კიბოს მკურნალობის სრულ ციკლს, რაც „მარდალეიშვილს“ სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ იმ იშვიათ ონკოლოგიურ ინსტიტუტად აქცევს, რომელიც ერთ ჭერქვეშ სთავაზობს პაციენტებს ქირურგიას, ქიმიოთერაპიას, იმუნოთერაპიას, სხივურ თერაპიასა და მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკას.

ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრული ციკლი

საქართველოში ონკოლოგიური კლინიკების უმეტესობა პაციენტებს მხოლოდ ქირურგიას ან ქიმიოთერაპიას სთავაზობს, სხივური თერაპიისთვის კი სხვა დაწესებულებებში ამისამართებს. „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფში“ ეს ბარიერი მოხსნილია. პაციენტები, რომლებიც გადიან ოპერაციას თბილისის მთავარ კამპუსში (იქნება ეს პროფესორ კონსტანტინე მარდალეიშვილის მიერ ჩატარებული თავისა და კისრის ქირურგია, რობოტული ოპერაციები დოქტორ ემზარ ნადირაძისა და ნიკა სარაულის მიერ, თუ ძუძუს კიბოს ქირურგია თინათინ დუნდუას ხელმძღვანელობით), პოსტოპერაციულ რადიოთერაპიას იქვე, რადიაციული მედიცინის ცენტრში გადიან. ნია შარიქაძის გუნდში ქიმიოთერაპიაზე მყოფი პაციენტების მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგი ასევე PET-CT-ის მეშვეობით ამავე ცენტრში ხორციელდება.

რადიოთერაპია (სხივური თერაპია)

ცენტრი ახორციელებს დისტანციურ რადიოთერაპიას თანამედროვე ხაზოვანი ამაჩქარებლის გამოყენებით. მკურნალობა ტარდება თავისა და კისრის, ძუძუს, ფილტვის, პროსტატის, გინეკოლოგიური და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნეებზე.

სერვისები მოიცავს: კურაციულ რადიოთერაპიას პირველადი სიმსივნეებისთვის, ადიუვანტურ (ოპერაციის შემდგომ) დასხივებას, კომბინირებულ ქიმიო-რადიოთერაპიულ პროტოკოლებსა და პალიატიურ დასხივებას სიმპტომების მართვისთვის. მკურნალობის გეგმები ეფუძნება PET-CT კვლევებს, რაც საშუალებას აძლევს სხივურ თერაპევტებს მაქსიმალური სიზუსტით მოახდინონ ზემოქმედება სიმსივნურ ქსოვილზე.

სახელმწიფო დაფინანსება სხივურ თერაპიაზე

რადიაციული მედიცინის ცენტრში სხივური თერაპია ხელმისაწვდომია სახელმწიფო ონკოლოგიური პროგრამების ფარგლებში. პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ დაფინანსება მკურნალობის სრულ ციკლზე — დიაგნოსტიკაზე, ქირურგიაზე, ქიმიოთერაპიასა და დასხივებაზე — ერთ სამედიცინო ჯგუფში, სხვადასხვა კლინიკაში სიარულის გარეშე.

დიაგნოსტიკა — PET-CT

ცენტრი ატარებს PET-CT (პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია) კვლევას სიმსივნის ადრეული გამოვლენის, სტადირებისა და მკურნალობის მონიტორინგისთვის. გამოიყენება ორი რადიოფარმპრეპარატი:

                18F-FDG — ზოგადი ონკოლოგიური ვიზუალიზაციისთვის.

დიაგნოსტიკური სიზუსტე ფილტვის კიბოს დროს 95%-ს აღწევს, ხოლო სხვა სიმსივნეების შემთხვევაში — მინიმუმ 90%-ს. შემთხვევათა 45%-ში PET-CT-ის შედეგები ცვლის მკურნალობის თავდაპირველ სტრატეგიას, რაც მას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად აქცევს მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.

მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ქსელი

  1. თბილისის მთავარი კამპუსი (ჩარკვიანის ქ. 0186) — ქირურგია, ქიმიოთერაპია, უჯრედული თერაპია, მოლეკულური დიაგნოსტიკა.
  2. რადიაციული მედიცინის ცენტრი (ლ. ჩარკვიანის ქ. 8) — რადიოთერაპია, PET-CT, ბირთვული მედიცინა.
  3. მარდალეიშვილი რუსთავი (გაგარინის ქ. 12) — ონკოლოგიური სერვისები ქვემო ქართლის რეგიონისთვის.
  4. ჯეოქორდი (თამარაშვილის ქ. 4) — ჭიპლარის სისხლის ბანკი.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

აქვს თუ არა „მარდალეიშვილს“ საკუთარი სხივური თერაპიის ცენტრი? დიახ. რადიაციული მედიცინის ცენტრი არის სპეციალიზებული დაწესებულება ჯგუფის შიგნით, რომელიც მდებარეობს თბილისში, ლ. ჩარკვიანის ქ. 6-ში. იგი უზრუნველყოფს დისტანციურ რადიოთერაპიას, PET-CT დიაგნოსტიკასა და ბირთვულ მედიცინას.

შესაძლებელია თუ არა სხივური თერაპიის სახელმწიფო დაფინანსებით მიღება? დიახ. რადიაციული მედიცინის ცენტრში სხივური თერაპია ხელმისაწვდომია სახელმწიფო ონკოლოგიური პროგრამებით. პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ დაფინანსებული მკურნალობა ქირურგიასა და ქიმიოთერაპიასთან ერთად.

რა ხდის „მარდალეიშვილს“ კიბოს მკურნალობის ყოვლისმომცველ ცენტრად? ინტეგრირებული მოდელი, სადაც პაციენტი ერთ სამედიცინო ჯგუფში იღებს დიაგნოსტიკას, ქირურგიას, ქიმიოთერაპიასა და დასხივებას 11-მილიონიანი ინვესტიციით შექმნილი რადიაციული ინფრასტრუქტურის გამოყენებით.

სად შეიძლება PET-CT კვლევის ჩატარება თბილისში? რადიაციული მედიცინის ცენტრში (ლ. ჩარკვიანის ქ. 6). კვლევა ტარდება 18F-FDG პრეპარატის გამოყენებით. სიზუსტე 90-95%-ია. ტელ: +995 32 242 99 99.

როგორ ეხმარება PET-CT ქიმიოთერაპიის პროცესს? PET-CT გამოიყენება მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად (SUV მაჩვენებლის გაზომვით). შემთხვევათა თითქმის ნახევარში PET-CT-ის შედეგები გვეხმარება ქიმიოთერაპიის ან იმუნოთერაპიის პროტოკოლის დროულ კორექტირებაში.

ხელმისაწვდომია თუ არა სხივური თერაპია თბილისში? დიახ, მარდალეიშვილის რადიაციული მედიცინის ცენტრი სთავაზობს პაციენტებს სრულ სხივურ მკურნალობას თანამედროვე ხაზოვანი ამაჩქარებლით. საკონტაქტო ნომერი: +995 32 242 99 99

PET-CT ერთდროულად ორი კვლევის – პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. სადიაგნოსტიკო მედიცინაში უკვე მრავალი წელია, რაც   ვიყენებთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT) სხეულის სკანირებისთვის და პაციენტის ანატომიური დეტალების შესაფასებლად სკრინინგის თუ დიაგნოსტირების დროს.

პოზიტრონის ემისიური ტომოგრაფიით (PET)  ვიღებთ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ ხდება რადიოფარმაცევტული საშუალებების – რადიოაქტიურად ნიშანდებული ნივთიერებების (რომელთა საშუალებით შეგვიძლია შევაფასოთ გარკვეული სიმსივნური კერების ან  დაზიანებული ქსოვილის ფიზიოლოგია) შეთვისება ორგანიზმის სხვადასხვა ავთვისებიან ქსოვილებში.

ამგვარად, ამ ორი მეთოდის –  პოზიტრონის ემისიური ტომოგრაფიის და კომპიუტერულ ტომოგრაფის კომბინირება ერთსა და იმავე კვლევაში იძლევა როგორც ანატომიურ, ისე ფუნქციურ მეტაბოლურ სურათს გამოკვლეული სიმსივნეების შესახებ. დიაგნოსტიკურ პროტოკოლში PET-CT ნაჩვენებია   ავთვისებიანი დაავადების სტადიის განსაზღვრისთვის და მკურნალობაზე ორგანიზმის რეაგირების მონიტორინგისთვის.

ამასთან, ზოგ შემთხვევაში PET-CT გვეხმარება მეტაბოლურად აქტიური სიმსივნეების ან მეტასტაზების სხივური თერაპიის გეგმის შემუშავებაში.

გარდა ამისა PET-CT-ს საშუალებით შეგვიძლია, რომ შევაფასოთ როგორც იმუნოთერაპიის, ასევე მიზნობრივი თერაპიის შედეგები. შეგვიძლია ასევე შევაფასოთ გლუკოზის მეტაბოლიზმი, ე.წ. SUV  დაგროვების სტანდარტიზირებული მნიშვნელობა თერაპიამდე და თერაპიის შემდგომ.

თუ თერაპიის დროს ხდება ამ მნიშვნელობის  შემცირება, ეს იმის მანიშნებელია, რომ მკურნალობა ეფექტურია.

დღეისათვის SUV  ონკოლოგიური დაავადებების წარმატებით მკურნალობის შეფასების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია.

PET-CT-ში ყველაზე ფართოდ გამოყენებული ნივთიერებაა რადიოაქტიურად ნიშანდებული გლუკოზა, 18F-FDG.

პირველ ეტაპზე ხდება რადიოფარმაცევტული საშუალების – FDG რადიოაქტიურად ნიშანდებული გლუკოზას შეყვანა. ვიცდით ერთ საათს და შემდეგ ხდება პაციენტის სხეულის სკანირება. შემდგომ, ვაკვირდებით გლუკოზის მაღალი მეტაბოლიზმის მქონე უბნებს, რაც ავთვისებიანი უჯრედების არსებობაზე მიანიშნებს.

დღესდღეობით, FDG-ს გარდა, გამოიყენება სხვა ნივთიერებებიც, როგორიცაა გალაქტოზით ნიშანდებული გალიუმი-68 PSMA (გალუირი მემბრანასპეციფიკური პროსტატული ანტიგენი) პროსტატის დროს ან გალიუმ 68-DOTATED-ს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების შემთხვევაში, რადგან მათი ამოცნობა FDG-ით შეუძლებელია.

შესაბამისად, CT PET სკანირება შეიძლება გამოყენებულ იქნას ავთვისებიანი სიმსივნეების, პირველადი სიმსივნეების ან მეტასტაზების შემთხვევაში, მათი დიაგნოსტირებისთვის, მკურნალობის სამეთვალყურეოდ, რათა შეფასდეს მათი მდგომარეობა სხივური თერაპიის დაგეგმის მიზნით.

პროცედურის დაწყებამდე 6 საათით ადრე პაციენტმა არ უნდა მიიღოს საკვები, თუმცა წყლის დალევა დაშვებულია.

ჩვენთან მხოლოდ რადიოფარმაცევტული საშუალებების ინექცია გამოიყენება, რომლესაც არანაირი უკუჩვენება და ალერგიული რეაქციები არ აქვს. შემდეგ ვიცდით 45 წუთიდან ერთ საათამდე, ხოლო სკრინინგი  15-დან 20 წუთამდე გრძელდება.

ეს პროცედურა F18-FDG-სთვისაა. გალიუმ 68-ის შემთხვევაში 6-საათიანი შუალედის დაცვა არ არის საჭირო. სიტუაციიდან გამომდინარე, შედეგის მიღება შესაძლებელია იმავე ან მომდევნო დღეს.

ყველა სიმსივნე განსხვავებულია და თავისებურად ვლინდება. მაგალითად, სარძევე ჯირკვლის სადინრის ინვაზიურ კიბოს, მკერდის ლობარული (წილოვანი) კიბოსგან განსხვავებით, FDG-ს მიმართ  ყველაზე მაღალი აფინურობა აქვს. და თუ ჩაატარებთ PET-CT ლობარული კიბოს დროს, თქვენ ვერ დანახავთ დაზიანებულ კერებს.

შესაბამისად, სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს, PET-CT ტარდება მხოლოდ FDG-ს მიმართ ყველაზე მაღალი აფინურობის მქონე  ტიპებისთვის, როგორიცაა ინვაზიური სადინრის კარცინომა ან სადინრის კარცინომა in situ.

ამგვარად, PET-CT ვიზუალიზაციის სხვა მეთოდებისგან იმით განსხვავდება, რომ ყველა ტიპის  კიბოს FDG-ს მიმართ აფინურობა არ აქვს.

PET-CT-ის საშუალებით, მთლიანი სხეულის სკანირება ხდება ვიზუალიზაციის ერთი მეთოდით, სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, როდესაც სხეულის თითოეული უბნის გამოკვლევა ხდება განსხვავებულად.

ამიტომ PET-CT მნიშვნელოვანია ავთვისებიანი ქსოვილის ფიზიოლოგიური აქტივობის შესაფასებლად სხეულის ნებისმიერ უბანში. არის შემთხვევები, როდესაც ვიკვლევთ ავთვისებიან ქსოვილს მედიკამენტოზური მკურნალობის შემდეგ, რომელიც ჯერ არ არის ოპერირებული, მაგრამ აღენიშნება შემცირებული მეტაბოლური აქტივობა თერაპიის შემდეგ.

ამრიგად, PET-CT გვეხმარება, რომ შევაფასოთ ორგანიზმის რეაქცია მკურნალობაზე, მკურნალობისადმი რეზისტენტულობის შესაფასების რამდენიმე კრიტერიუმის გამოყენებით.

PET-CT გათვალისინებულია იმ პროტოკოლით, რომელიც ადგენს კიბოს ყველაზე შესაფერის მკურნალობის მეთოდს, განსაკუთრებით პერსონალიზებული მოლეკულური თერაპიის შემთხვევაში.

ჩვენ ვიყენებთ მიკვლევად მოლეკულებს გარკვეული ტიპის დაავადების დროს. მაგალითად პროსტატის კიბოს დროს PET-CT ტარდება გალიუმ 68 PSMA-ით. თუ პროსტატის ავთვისებიანი დაზიანებები გამოხატავენ პროსტატის მემბრანასპეციფიკურ ანტიგენს, მაშინ შეგვიძლია მისი ლუტეციუმით, ერბიუმით ან აქტინით ნიშანდება, და შესაბამისად შეგვიძლია ვუმკურნალოთ ასეთი ტიპის სიმსივნეებს მაღალენერგიული რადიოაქტიური კომპონენტებით.

მკურნალობის ამ მეთოდების გამოვიყენება შესაძლებელია პროსტატის კიბოს ადრეულ სტადებზე, გადარჩენის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად.

ადრეულ სტადებზე გამოიყენება მკურნალობის სხვა მეთოდები, როგორიცაა ქირურგიაული ჩარევა, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია.

პროსტატის კიბოს სკრინინგისა და დიაგნოსტირების დროს რეკომენდებულია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება.

მაგრამ ბიოფსიამდე დაავადების გაჩენის გამოსავლენად, PET-CT-ს ვატარებთ 68-PSMA გალიუმის გამოყენებით.

ეს დამოკიდებულია პაციენტსა და დაზიანების ხარისხზე.

თუ ფილტვის კიბოზე ვსაუბრობთ კარცინომაზე, სიზუსტე 95 პროცენტით  მიიღწევა.

სხვა ტიპის კიბოს დროს ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს შედარებით ნაკლები, რადგან გლუკოზის მეტაბოლიზმი ნაკლებად ინტენსიურია.

სიზუსტე ვარირებს, თუმცა არანეკლებ 90 პროცენტს შეადგენს ყველა ტიპის ავთვისებიანი სიმსივნების შემთხვევაში.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ PET-CT ნევროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებში, რათა გამოვიკვლიოთ ეპილეფსიური შეტევები თავის ტვინში, ასევე დემენციის შემთხვევებში, ალცჰეიმერის დიფერენცირებული დიაგნოსტირებისთვის, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გულ-სისხლძარღვთა დაავადების შემთხვევებში, იმის დასადგენად, დარჩენილია თუ არა გულის ჯანმრთელი ქსოვილები, რომლის რევასკულარიზაციაც იქნება შესაძლებელი.

PET-CT ოქროს სტანდარტია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გულის სიცოცხლისუნარიანი ქსოვილების აღმოსაჩენად.

ამრიგად, PET-CT შედეგების მიხედვით, ექიმებს შეუძლიათ მიიღონ პაციენტებისთვის საუკეთესო თერაპიული გადაწყვეტილებები.

მაგალითად, ინფარქტის გადატანის შემდეგ, თუ PET-CT-ით გამოვლინდება სიცოცხლისუნარიანი ქსოვილის არსებობა, შეიძლება გაკეთდეს შუნტირება ამ უბნის რევასკულარიზაციისთვის.

თუ სიცოცხლისუნარიანი ქსოვილები  არ იქნება ნანახი, ოპერაციის ჩატარებას  არანაირი აზრი არ ექნება.

გადაწყვეტილება ეფუძნება PET-CT-ს შედეგებს. ხოლო გულის დაავადებების მქონე პაციენტებში ვიყენებთ FDG-ს.

PET-CT უმთავრესად გამოიყენება მკურნალობაზე ორგანიზმის რეაგირების შესაფასებლად. მკურნალობის შემდგომი პროგრამები მნიშვნელოვანია ონკოპაციენტებისთვის შესაძლო რეციდივების ან მეტასტაზების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად.

ზოგიერთი კიბოს შემთხვევაში, მარკერის შეფასება მნიშვნელოვანია მკურნალობის შემდგომ პროგრამებში, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის სკამარისი.

ზოგიერთი ტიპის კიბოს შემთხვევაში, როგორიცაა მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის და საკვერცხის კიბო, ჩვენ ვახდენთ PET-CT-ს მიერ შეფასებული FDG-ს ათვისების კორელაციას ონკომარკერებთან.

ჩემი რეკომენდაციაა, რომ PET-CT ჩატარდეს ბიოფსიის შემდეგ. ანატომოპათოლოგიური დასკვნა იძლევა ინფორმაციას სიმსივნური უჯრედების ტიპის, ინვაზიურობისა და სხვა ასპექტების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული.

დიახ, დიაბეტით დაავადებული პაციენტები განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ, თუ PET-CT უნდა ჩატარდეს FDG-ს გამოყენებით. კვლევის ჩასატარებლად სისხლში გლუკოზის დონე უნდა იყოს 200-ზე ნაკლები.

ამრიგად, თუ დიაბეტი მედიკამენტოზური თერაპიით კონტროლდება, ხოლო სისხლში გლუკოზის დონე 200-ზე დაბალია, ამ შემთხვევაში პრობლემა არ არსებობს.

მაგრამ თუ სისხლში გლუკოზის დონე 200-ზე მეტია, PET-CT-ს ვერ გავაკეთებთ FDG-ს გამოყენებით, ცრუ უარყოფითი შედეგების გამო.

PET-CT ახალშობილებშიც კეთდება, თუმცა მოზარდებისთვის განსხვავებული მიდგომები არსებობს.

რადიოფარმაცევტული საშუალებების დონე ადაპტირებულია ბავშვებზე და შეგვიძლია  ბირთვული მედიცინის ყველა პროცედურის ჩატარება.

მაგრამ ბავშვების შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ანესთეზიას იმისათვის, რომ ეს პროცედურა ჩავატეროთ.

ზოგიერთი პაციენტი გვეკითხება, შეუძლიათ თუ არა ჩაიტარონ PET-CT სკრინინგის ნაცვლად.

არსებობენ ონკოლოგიური ისტორიის მქონე ოჯახები, პირები, რომელთა პირველი ხაზის ნათესავებს დაუდგინდათ სხვადასხვა ტიპის კიბო.

თუ მაგალითად, ოჯახში არსებობს სარძევე ჯირკვლის კიბოს ისტორია, PET-CT შეიძლება ჩატარდეს სკრინინგის სახით.