„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი – რუსთავი“ არის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, უახლესი აღჭურვილობითა და მაღალკვალიფიცირებული პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ორიენტირებულია პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე.

“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი – რუსთავი” თავისი აღჭურვილობით და საუკეთესოდ მომზადებული პერსონალით ზრუნავს პაციენტების ჯანმრთელობაზე. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ისეთი სერვისების მიღება, როგორიცაა დიაგნოსტიკური კვლევები, ქირურგიული და პოსტოპერაციული მომსახურება. ცენტრში ფუნქციონირებს გადაუდებელი მედიცინის, რეანიმაციის, შინაგანი მედიცინის,  კარდიოლოგიისა და ინტერვენციული კარდიოლოგიის, ნევროლოგიის, უროლოგიის, ზოგადი ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, თავისა და კისრის სიმსივნეების, მამოლოგიური, გინეკოლოგიური, ონკოქირურგიის,  ქიმიოთერაპიისა და უჯრედული თერაპიის განყოფილებები.

“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი – რუსთავში” ასევე ფუნქციონირებს სადიაგნოსტიკო განყოფილება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და შესაძლებელია პრაქტიკულად ყველა სახის დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება. ბოლო თაობის აპარატურით მოწყობილ საოპერაციო ბლოკებში პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ ქვეყნის საუკეთესო ქირურგები. ოპერაციის შემდგომი მომსახურება კიდევ უფრო გამოარჩევს კლინიკას, სადაც კეთილგანწყობილი და კარგად მომზადებული მედპერსონალი მუდმივად ზრუნავს პაციენტების სწრაფ გამოჯანმრთელებაზე.