კონსტანტინე მარდალეიშვილი

კლინიკის ხელმძღვანელი, ონკო-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

პროფესიული საქმიანობა

– 2012 – დან დღემდე-მრავალპროფილური ონკოლოგიური კლინიკის-„ონკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი”-ს ხელმძღვანელი

– 2006-დან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი

– 2000-2006 სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის გამგე

– 1999-2000 სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის პროფესორი

– 1997-2011 მის მიერ დაარსებული “ქართულ-გერმანული სპეციალიზებული ონკოლოგიური კლინიკის” ხელმძღვანელი

– 1984-2010 საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების ხელმძღვანელი

– 1980-1984 მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიოერო ცენტრის თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების მეცნიერ- თანამშრომელი

– 1974-1976 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი

– 1967-1970 დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, დაბა კოჩუბეი, ექიმი- სტომატოლოგი

განათლება

– 1980-1984 მოსკოვის მეცნიერებათა აკადემიის საკავშირო ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის, თავისა და კისრის სიმსივნეების განყოფილების დოქტორანტი

– 1970-1974 მოსკოვის ცენტრალური სტომატოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი ყბა-სახის ქირურგიის სპეციალობით

 

– 1967 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიურ ფაკულტეტი

სამეცნიერო ხარისხი და წოდება

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი პედაგოგიური მოღვაწეობა

– 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კითხულობს საგანს: პირის ღრუს, თავისა და კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დაავადებათა კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

– 1999-2000 იყო სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის კათედრის პროფესორი.

 

– 2000-2006 ამავე კათედრისგამგე, კითხულობდა საგანს: ზოგადი ონკოლოგია

 

პროფესიული და სამეცნიერო ორგანიზაციების და რედკოლეგიის წევრობა

– საქართველოს ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი

– თბილისი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი

– კლინიკურ ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი

– რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგთა გამგეობის ასოციაციის წევრი

– ჟურნალ „საქართველოს ონკოლოგია” სარედაქციო კოლეგიის წევრი

– ჟურნალ „ რეკონსტრუქციული, პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგია”, სარედაქციო კოლეგიის წევრი

– გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოების წევრი და საზოგადოების სამეცნიერო პრაქტიკული პერიოდული ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი

 

პუბლიკაციები

3 წიგნის და 200-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი