დიაგნოსტიკა
კლინიკური ციტოლოგია დამოუკიდებელი კლინიკური დისციპლინაა, რომელსაც მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური შესაძლებლობები გააჩნია განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც ღია ბიოფსიის განხორციელება მიზანშეწონილი არ არის ან შეუძლებელია ორგანოს ანატომიური აგებულების, პათოლოგიური პროცესის სიმცირის, ლოკალიზაციის, დაავადების პროგრესირების საშიშროების ან სხვა გარემოებების გამო. ციტოლოგიური კვლევა გულისხმობს ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების უჯრედულ დონეზე შესწავლას და მიკროსკოპის მეშვეობით კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი პროცესების დიფერენცირებას, რაც დაავადების ადრეულ სტადიაში განკურნების შესაძლებლობას იძლევა. ციტოლოგიური მეთოდი არის მარტივი, უმტკივნეულო პროცედურა, მოითხოვს უმნიშვნელო დროს, ნაკლებად ტრავმულია და არ იწვევს გართულებებს.
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში“ ციტოლოგიურ გამოკვლევებს აწარმოებენ მაღალკვალიფიცირებული ექიმი-ციტოლოგები. ჩვენი კლინიკა ორიენტირებულია პაციენტთა მომსახურების ხარისხზე, ამიტომაც, ჩვენ კვლევებისთვის ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს.
“მარდალეიშვილის სამედიცნო ცენტრში” ტარდება შემდეგი ციტოლოგიური გამოკვლევები:
- ანაფხეკი კანიდან, ეროზირებული უბნიდან
- ანაბეჭდი სხვადასხვა წარმონაქმნიდან
- სარძევე ჯირკვლის დვრილიდან გამონადენის ციტოლოგიური კვლევა
- დამიზნებითი წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია
- ინტრაოპერაციული ექსპრესციტოლოგიური გამოკვლევა
- პაპტესტი
- ნახველის ციტოლოგიური კვლევა
- სეროზული სითხეების კვლევა
- სხვა კლინიკებიდან მოტანილი მასალის შეფასება.
“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” ექოსკოპიიური გამოკვლევები ტარდება თანამედროვე უმაღლესი ტექნოლოგიის აპარატებით (Philips iu22, Philips affinity, EsaoteMyLabClassC). ჩვენს კლინიკაში პაციენტებს უტარდებათ შემდეგი ულტრაბგერითი გამოკვლევბი:
- ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა
- კისრის რეგიონის ექოსკოპიური კვლევა
- რეგიონული ლიმფური კვანძების ექოსკოპიური კვლევა
- რბილი ქსოვილების ექოსკოპიური კვლევა
- სარძევე ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა
- მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპიური კვლევა (ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, პანკრეასი, ელენთა)
- საშარდე სისტემის ექოსკოპიური კვლევა (თირკმელი, შარდის ბუშტი, წინამდებარე ჯირკვალი)
- მცირე მენჯის ტრანსაბდომინური და ტრანსვაგინალური ექოსკოპიური კვლევა
- ულტრაბგერითი ელასტოგრაფია
- წვრილნემსიანი ასპირაციული ბიოფსია ექოსკოპიის კონტროლით.
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” ენდოსკოპიური კაბინეტი აღჭურვილია იაპონიური ბრენდის Olympus თანამედროვე ციფრული ვიდეო აპარატურით. კლინიკაში ყველა გამოკვლევა ტარდება დეზინფექციისა და სტერილიზაციის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის” ენდოსკოპიის განყოფილებაში ტარდება კუჭ-ნაწლავის და სასუნთქი სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა:
- ვიდეოეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია ციფრული აპარატურის გამოყენებით
- ვიწროსპექტრული და გამოსახულების გადიდების ფუნქციის ჩათვლით
- ვიდეოკოლონოსკოპია ციფრული აპარატურის გამოყენებით
- ვიწროსპექტრული და გამოსახულების გადიდების ფუნქციის ჩათვლით
- ვიდეორექტოსიგმოსკოპია ციფრული აპარატურის გამოყენებით
- ვიწროსპექტრული და გამოსახულების გადიდების ფუნქციის ჩათვლით
- ბიოფსია
- ენდოსკოპიური პოლიპექტომია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (მცირე ზომის პოლიპის მოკვეთა)
- ვიდეორინოფარინგოსკოპია ციფრული აპარატუტის გამოყენებით
- ვიდეოლარინგოსკოპია ციფრული აპარატის გამოყენებით
- საყლაპავის შევიწროების ბალონური დილატაცია და ბუჟირება (გაგანიერება)
- ვიდეობრონქოსკოპია ციფრული აპარატის გამოყენებით
- სისხლდენის შეჩერება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან
- ენდოსკოპიური პოლიპექტომია ხორხიდან, ხორხხაიდან, ხახიდან, ცხვირხახიდან
- უცხო სხეულის ამოღება საყლაპავიდან და კუჭიდან
- ენდოსკოპიური პოლიპექტომია ტრაქეიდან და ბრონქებიდან
- უცხო სხეულის ამოღება ტრაქეიდან და ბრონქებიდან
- სისხლდენის შეჩერება ტრაქეიდან, ბრონქებიდან, ხორხიდან, ხორხხახიდან, ხახიდან
- პოლიპექტომია ცხვირის სავალიდან.
ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის მეთოდებს ახასიათებს პირის ღრუს ლორწოვანი გარსიის სხვადასხვა დაზიანება, როგორც მკურნალობის პროცესში, ასევე მკურნალობის შემდგომ. “მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” არსებული სტომატოლოგიური კაბინეტი უზრუნველყოფს სხივური თერაპიის, იოდოთერაპიის, ქიმიოთერაპიის და წინასაოპერაციო პირის ღრუს სანაციას. გარდა ამისა, ჩვენს კლინიკაში ხდება ავადმყოფთა ოპერაციის შემდეგომი რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს არამარტო ოპერაციის შემდგომ რთულ პროტეზირებას, არამედ დენტალური იმპლანტანტების ჩართვას დარჩენილი ყბის ძვალში. ამით შესაძლებელი ხდება ფუნქციური და კოსმეტიკური სირთულეების ოპტიმალური გადაჭრა.
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ ასევე ახორციელებს ავადმყოფთა პროფილაქტიკურ გასინჯვებს, იმისათვის რომ დროულად იქნას გამოვლენილი კეთილთვისებიანი სიმსივნეების ან კიბოსწინარე დაავადებების არსებობა პირის ღრუში. პაციენტთა მკურნალობა ამბულატორიულია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში (ენდოტრახეალური ნარკოზით მანიპულაციების განხორციელების შემთვევაში) სტაციონალური.
„მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის“ სტომატოლოგიურ განყოფილებას ხელმძღვანელობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირის ღრუს, თავის ადა კისრის ავთვისებიანი სიმსივნეების დეპარატამენტის ასოცირებული პროფესორი – თამარ ბარამიძე, რომელსაც ონკოლოგიურ პაციენტთა სტომატოლოგიური მომსახურების 18 წლიანი გამოცდილება გააჩნია.
ჩვენს კლინიკას პროფესიული ურთიერთობა აქვს გერმანიის ფრიდრიხ შილერის საუნივესიტეტო კლინიკის პირის ღრუს, თავისა და კისრის და სახის პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენთან. „მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი“ აღნიშნულ კლინიკასთან ერთად ნერგავს და ანხორციელებს ერთობლივ პროექტებს ონკოლოგიურ პაციენტთა ოპერაციის შემდეგომი რეაბილიტაციისათვის. ჩვენი კლინიკა სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად პერიოდულად ატარებს საქველმოქმედო გასინჯვებს ბერ-მონაზონთათვის, მოხუცთა თავშესაფრებისთვის და უპატრონო ბავშვთა სახლებისთვის.
კომპიუტერული ტომოგრაფია
რენტგენოლოგიური კვლევა
კლინიკური ლაბორატორია
ბიოქიმიური ლაბორატორია
სეროლოგიური ლაბორატორია
გენეტიკური ლაბორატორია