საოპერაციო-რეანიმაციული ბლოკი
“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის” საოპერაციო-რეანიმაციულ ბლოკში ფუნქციონირებს ოთხი საოპერაციო, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სანარკოზო-სასუნთქი აპარატებით და სამონიტორო სისტემებით.
ანესთეზიის დაწყებამდე პაციენტებს (ანესთეზიოლოგის კონსულტაციის შემდეგ) უტარდებათ სედაცია (პრემედიკაცია). სედაციის ქვეშ მყოფი პაციენტები გადადიან საოპერაციო ბლოკში, სადაც უტარდებათ სრულფასოვანი მონიტორინგი, ინფუზიურ-ტრანსფუზიური თერაპია, ოქსიგენაციის და ჰემოდინამიკური მაჩვენებლების ეფექტური მართვა.
“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” ანესთეზიისთვის გამოიყენება უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები, რომლებიც საშუალებას იძლევიან, ოპერაციის დასრულებიდან რამდენიმე წუთში მოხდეს პაციენტის “გაღვიძება” ტკივილის და “ნარჩენი რელაქსაციის” გარეშე.
ჩვენს კლინიკაში მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმი-ანესთეზიოლოგები ფლობენ თანამედროვე ანესთეზიის ყველა სახეობის ტექნიკას, გააჩნიათ ნებისმიერი სირთულის პაციენტის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება.
“მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში” პაციენტებს ელით მაღალკვალიფიციური და მეგობრული გარემო და მათი გამოჯანმრთელებისთვის საუკეთესო პირობები.