PET-CT

რა არის პეტ-კტ

პეტ-კტ (პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფია) არის დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც სხვადასხვა ტიპის კიბოს დიაგნოსტირების, მკურნალობისა და მონიტორინგის პროტოკოლითაა გაწერილი.

პეტ-კტ ბირთვული მედიცინის უახლესი სამედიცინო კვლევის ტექნოლოგიაა, რომელიც გამოყენება არა მხოლოდ კიბოს, არამედ სხვადასხვა დაავადებების გამოსავლენადაც. ავთვისებიანი სიმსივნეების 100-ზე მეტი ტიპი არსებობს და თითოეული მათგანი განასხვავებული თავისებურებით ვლინდება, რომელთა ამოცნობა და შეფასება ბირთვული მედიცინის უახლესი ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელია.

PET-CT-ს საშუალებით მიღებული ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია გრძელვადიანი დიაგნოსტირების, მკურნალობისა და მონიტორინგის თვალსაზრისითაც. მსოფლიოს წამყვანი ონკო-ცენტრებში მოქმედებს მულტიდისციპლინური კომიტეტები, რომელთა შემადგენლობაში შედიან ონკოლოგები, ქირურგები, სხვადასხვა სპეციალობის ექიმები, რადიოთერაპევტები, ანატომოპათოლოგები, რენტგენოლოგიური კვლევის და ბირთვული მედიცინის ექსპერტები.

მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი იმ მაღალი დონის ცენტრებს შორისაა, სადაც ბირთვული მედიცინის სპეციალისტები წარმატებით ახორციელებენ პაციენტების მკურნალობას.

მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის ყველაზე გამოცდილი ექიმები ვრცლად აღწერენ PET-CT-ის გამოყენების მნიშვნელობას ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პროცესში.

PET-CT ერთდროულად ორი კვლევის – პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. სადიაგნოსტიკო მედიცინაში უკვე მრავალი წელია, რაც   ვიყენებთ კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT) სხეულის სკანირებისთვის და პაციენტის ანატომიური დეტალების შესაფასებლად სკრინინგის თუ დიაგნოსტირების დროს.

პოზიტრონის ემისიური ტომოგრაფიით (PET)  ვიღებთ ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ ხდება რადიოფარმაცევტული საშუალებების – რადიოაქტიურად ნიშანდებული ნივთიერებების (რომელთა საშუალებით შეგვიძლია შევაფასოთ გარკვეული სიმსივნური კერების ან  დაზიანებული ქსოვილის ფიზიოლოგია) შეთვისება ორგანიზმის სხვადასხვა ავთვისებიან ქსოვილებში.

ამგვარად, ამ ორი მეთოდის –  პოზიტრონის ემისიური ტომოგრაფიის და კომპიუტერულ ტომოგრაფის კომბინირება ერთსა და იმავე კვლევაში იძლევა როგორც ანატომიურ, ისე ფუნქციურ მეტაბოლურ სურათს გამოკვლეული სიმსივნეების შესახებ. დიაგნოსტიკურ პროტოკოლში PET-CT ნაჩვენებია   ავთვისებიანი დაავადების სტადიის განსაზღვრისთვის და მკურნალობაზე ორგანიზმის რეაგირების მონიტორინგისთვის.

ამასთან, ზოგ შემთხვევაში PET-CT გვეხმარება მეტაბოლურად აქტიური სიმსივნეების ან მეტასტაზების სხივური თერაპიის გეგმის შემუშავებაში.

გარდა ამისა PET-CT-ს საშუალებით შეგვიძლია, რომ შევაფასოთ როგორც იმუნოთერაპიის, ასევე მიზნობრივი თერაპიის შედეგები. შეგვიძლია ასევე შევაფასოთ გლუკოზის მეტაბოლიზმი, ე.წ. SUV  დაგროვების სტანდარტიზირებული მნიშვნელობა თერაპიამდე და თერაპიის შემდგომ.

თუ თერაპიის დროს ხდება ამ მნიშვნელობის  შემცირება, ეს იმის მანიშნებელია, რომ მკურნალობა ეფექტურია.

დღეისათვის SUV  ონკოლოგიური დაავადებების წარმატებით მკურნალობის შეფასების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია.

PET-CT-ში ყველაზე ფართოდ გამოყენებული ნივთიერებაა რადიოაქტიურად ნიშანდებული გლუკოზა, 18F-FDG.

პირველ ეტაპზე ხდება რადიოფარმაცევტული საშუალების – FDG რადიოაქტიურად ნიშანდებული გლუკოზას შეყვანა. ვიცდით ერთ საათს და შემდეგ ხდება პაციენტის სხეულის სკანირება. შემდგომ, ვაკვირდებით გლუკოზის მაღალი მეტაბოლიზმის მქონე უბნებს, რაც ავთვისებიანი უჯრედების არსებობაზე მიანიშნებს.

დღესდღეობით, FDG-ს გარდა, გამოიყენება სხვა ნივთიერებებიც, როგორიცაა გალაქტოზით ნიშანდებული გალიუმი-68 PSMA (გალუირი მემბრანასპეციფიკური პროსტატული ანტიგენი) პროსტატის დროს ან გალიუმ 68-DOTATED-ს ნეიროენდოკრინული სიმსივნეების შემთხვევაში, რადგან მათი ამოცნობა FDG-ით შეუძლებელია.

შესაბამისად, CT PET სკანირება შეიძლება გამოყენებულ იქნას ავთვისებიანი სიმსივნეების, პირველადი სიმსივნეების ან მეტასტაზების შემთხვევაში, მათი დიაგნოსტირებისთვის, მკურნალობის სამეთვალყურეოდ, რათა შეფასდეს მათი მდგომარეობა სხივური თერაპიის დაგეგმის მიზნით.

პროცედურის დაწყებამდე 6 საათით ადრე პაციენტმა არ უნდა მიიღოს საკვები, თუმცა წყლის დალევა დაშვებულია.

ჩვენთან მხოლოდ რადიოფარმაცევტული საშუალებების ინექცია გამოიყენება, რომლესაც არანაირი უკუჩვენება და ალერგიული რეაქციები არ აქვს. შემდეგ ვიცდით 45 წუთიდან ერთ საათამდე, ხოლო სკრინინგი  15-დან 20 წუთამდე გრძელდება.

ეს პროცედურა F18-FDG-სთვისაა. გალიუმ 68-ის შემთხვევაში 6-საათიანი შუალედის დაცვა არ არის საჭირო. სიტუაციიდან გამომდინარე, შედეგის მიღება შესაძლებელია იმავე ან მომდევნო დღეს.

ყველა სიმსივნე განსხვავებულია და თავისებურად ვლინდება. მაგალითად, სარძევე ჯირკვლის სადინრის ინვაზიურ კიბოს, მკერდის ლობარული (წილოვანი) კიბოსგან განსხვავებით, FDG-ს მიმართ  ყველაზე მაღალი აფინურობა აქვს. და თუ ჩაატარებთ PET-CT ლობარული კიბოს დროს, თქვენ ვერ დანახავთ დაზიანებულ კერებს.

შესაბამისად, სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს, PET-CT ტარდება მხოლოდ FDG-ს მიმართ ყველაზე მაღალი აფინურობის მქონე  ტიპებისთვის, როგორიცაა ინვაზიური სადინრის კარცინომა ან სადინრის კარცინომა in situ.

ამგვარად, PET-CT ვიზუალიზაციის სხვა მეთოდებისგან იმით განსხვავდება, რომ ყველა ტიპის  კიბოს FDG-ს მიმართ აფინურობა არ აქვს.

PET-CT-ის საშუალებით, მთლიანი სხეულის სკანირება ხდება ვიზუალიზაციის ერთი მეთოდით, სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, როდესაც სხეულის თითოეული უბნის გამოკვლევა ხდება განსხვავებულად.

ამიტომ PET-CT მნიშვნელოვანია ავთვისებიანი ქსოვილის ფიზიოლოგიური აქტივობის შესაფასებლად სხეულის ნებისმიერ უბანში. არის შემთხვევები, როდესაც ვიკვლევთ ავთვისებიან ქსოვილს მედიკამენტოზური მკურნალობის შემდეგ, რომელიც ჯერ არ არის ოპერირებული, მაგრამ აღენიშნება შემცირებული მეტაბოლური აქტივობა თერაპიის შემდეგ.

ამრიგად, PET-CT გვეხმარება, რომ შევაფასოთ ორგანიზმის რეაქცია მკურნალობაზე, მკურნალობისადმი რეზისტენტულობის შესაფასების რამდენიმე კრიტერიუმის გამოყენებით.

PET-CT გათვალისინებულია იმ პროტოკოლით, რომელიც ადგენს კიბოს ყველაზე შესაფერის მკურნალობის მეთოდს, განსაკუთრებით პერსონალიზებული მოლეკულური თერაპიის შემთხვევაში.

ჩვენ ვიყენებთ მიკვლევად მოლეკულებს გარკვეული ტიპის დაავადების დროს. მაგალითად პროსტატის კიბოს დროს PET-CT ტარდება გალიუმ 68 PSMA-ით. თუ პროსტატის ავთვისებიანი დაზიანებები გამოხატავენ პროსტატის მემბრანასპეციფიკურ ანტიგენს, მაშინ შეგვიძლია მისი ლუტეციუმით, ერბიუმით ან აქტინით ნიშანდება, და შესაბამისად შეგვიძლია ვუმკურნალოთ ასეთი ტიპის სიმსივნეებს მაღალენერგიული რადიოაქტიური კომპონენტებით.

მკურნალობის ამ მეთოდების გამოვიყენება შესაძლებელია პროსტატის კიბოს ადრეულ სტადებზე, გადარჩენის მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად.

ადრეულ სტადებზე გამოიყენება მკურნალობის სხვა მეთოდები, როგორიცაა ქირურგიაული ჩარევა, ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია.

პროსტატის კიბოს სკრინინგისა და დიაგნოსტირების დროს რეკომენდებულია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარება.

მაგრამ ბიოფსიამდე დაავადების გაჩენის გამოსავლენად, PET-CT-ს ვატარებთ 68-PSMA გალიუმის გამოყენებით.

ეს დამოკიდებულია პაციენტსა და დაზიანების ხარისხზე.

თუ ფილტვის კიბოზე ვსაუბრობთ კარცინომაზე, სიზუსტე 95 პროცენტით  მიიღწევა.

სხვა ტიპის კიბოს დროს ეს მაჩვენებელი შეიძლება იყოს შედარებით ნაკლები, რადგან გლუკოზის მეტაბოლიზმი ნაკლებად ინტენსიურია.

სიზუსტე ვარირებს, თუმცა არანეკლებ 90 პროცენტს შეადგენს ყველა ტიპის ავთვისებიანი სიმსივნების შემთხვევაში.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ PET-CT ნევროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებში, რათა გამოვიკვლიოთ ეპილეფსიური შეტევები თავის ტვინში, ასევე დემენციის შემთხვევებში, ალცჰეიმერის დიფერენცირებული დიაგნოსტირებისთვის, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გულ-სისხლძარღვთა დაავადების შემთხვევებში, იმის დასადგენად, დარჩენილია თუ არა გულის ჯანმრთელი ქსოვილები, რომლის რევასკულარიზაციაც იქნება შესაძლებელი.

PET-CT ოქროს სტანდარტია მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ გულის სიცოცხლისუნარიანი ქსოვილების აღმოსაჩენად.

ამრიგად, PET-CT შედეგების მიხედვით, ექიმებს შეუძლიათ მიიღონ პაციენტებისთვის საუკეთესო თერაპიული გადაწყვეტილებები.

მაგალითად, ინფარქტის გადატანის შემდეგ, თუ PET-CT-ით გამოვლინდება სიცოცხლისუნარიანი ქსოვილის არსებობა, შეიძლება გაკეთდეს შუნტირება ამ უბნის რევასკულარიზაციისთვის.

თუ სიცოცხლისუნარიანი ქსოვილები  არ იქნება ნანახი, ოპერაციის ჩატარებას  არანაირი აზრი არ ექნება.

გადაწყვეტილება ეფუძნება PET-CT-ს შედეგებს. ხოლო გულის დაავადებების მქონე პაციენტებში ვიყენებთ FDG-ს.

PET-CT უმთავრესად გამოიყენება მკურნალობაზე ორგანიზმის რეაგირების შესაფასებლად. მკურნალობის შემდგომი პროგრამები მნიშვნელოვანია ონკოპაციენტებისთვის შესაძლო რეციდივების ან მეტასტაზების ადრეულ ეტაპზე გამოსავლენად.

ზოგიერთი კიბოს შემთხვევაში, მარკერის შეფასება მნიშვნელოვანია მკურნალობის შემდგომ პროგრამებში, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის სკამარისი.

ზოგიერთი ტიპის კიბოს შემთხვევაში, როგორიცაა მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის და საკვერცხის კიბო, ჩვენ ვახდენთ PET-CT-ს მიერ შეფასებული FDG-ს ათვისების კორელაციას ონკომარკერებთან.

ჩემი რეკომენდაციაა, რომ PET-CT ჩატარდეს ბიოფსიის შემდეგ. ანატომოპათოლოგიური დასკვნა იძლევა ინფორმაციას სიმსივნური უჯრედების ტიპის, ინვაზიურობისა და სხვა ასპექტების შესახებ, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული.

დიახ, დიაბეტით დაავადებული პაციენტები განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ, თუ PET-CT უნდა ჩატარდეს FDG-ს გამოყენებით. კვლევის ჩასატარებლად სისხლში გლუკოზის დონე უნდა იყოს 200-ზე ნაკლები.

ამრიგად, თუ დიაბეტი მედიკამენტოზური თერაპიით კონტროლდება, ხოლო სისხლში გლუკოზის დონე 200-ზე დაბალია, ამ შემთხვევაში პრობლემა არ არსებობს.

მაგრამ თუ სისხლში გლუკოზის დონე 200-ზე მეტია, PET-CT-ს ვერ გავაკეთებთ FDG-ს გამოყენებით, ცრუ უარყოფითი შედეგების გამო.

PET-CT ახალშობილებშიც კეთდება, თუმცა მოზარდებისთვის განსხვავებული მიდგომები არსებობს.

რადიოფარმაცევტული საშუალებების დონე ადაპტირებულია ბავშვებზე და შეგვიძლია  ბირთვული მედიცინის ყველა პროცედურის ჩატარება.

მაგრამ ბავშვების შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ანესთეზიას იმისათვის, რომ ეს პროცედურა ჩავატეროთ.

ზოგიერთი პაციენტი გვეკითხება, შეუძლიათ თუ არა ჩაიტარონ PET-CT სკრინინგის ნაცვლად.

არსებობენ ონკოლოგიური ისტორიის მქონე ოჯახები, პირები, რომელთა პირველი ხაზის ნათესავებს დაუდგინდათ სხვადასხვა ტიპის კიბო.

თუ მაგალითად, ოჯახში არსებობს სარძევე ჯირკვლის კიბოს ისტორია, PET-CT შეიძლება ჩატარდეს სკრინინგის სახით.