სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გი­ის აქ­ტი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყო. ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში უკვე სამი რო­ბო­ტუ­ლი სის­ტე­მა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, რაც ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­დას­ვლას ნიშ­ნავს. ერთ-ერთი მათ­გა­ნი კი მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრშია, სა­დაც უკვე წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტარ­და ათო­ბით რო­ბო­ტუ­ლი ოპე­რა­ცია.

ქალ­ბა­ტო­ნო ნა­ნუ­ლი და­ვი­თუ­რი ექი­მი ემ­ზარ ნა­დი­რა­ძის პა­ცი­ენ­ტია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ონ­კო­ქი­რურ­გია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვინც აბ­დო­მი­ნუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი რო­ბო­ტუ­ლი ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. პანკრე­ა­სის თა­ვის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი წარ­მო­ნაქ­მნი – ეს არის დი­აგ­ნო­ზი, რომ­ლი­თაც ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნუ­ლი და­ვი­თურ­მა კლი­ნი­კას მი­მარ­თა. სიმპტო­მე­ბი სტან­დარ­ტუ­ლი, თუმ­ცა სა­ყუ­რა­დღე­ბო იყო: ტკი­ვი­ლი მუც­ლის არე­ში და კა­ნის სიყ­ვით­ლე. კონ­სი­ლი­უ­მი­სა და ონ­კო­ბორ­დის დე­ტა­ლუ­რი მსჯე­ლო­ბის შემ­დეგ, გა­და­წყდა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, თუმ­ცა ერთი სი­ახ­ლით – პა­ცი­ენტს რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია შეს­თა­ვა­ზეს.


რა­
ტომ რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია?

რო­გორც ქი­რურ­გი ემ­ზარ ნა­დი­რა­ძე გან­მარ­ტავს, მუც­ლის ღრუს ოპე­რა­ცი­ე­ბი სამი გზით ხორ­ცი­ელ­დე­ბა: ტრა­დი­ცი­უ­ლი (ღია), ლა­პა­როს­კო­პი­უ­ლი და რო­ბო­ტუ­ლი მე­თო­დით. შერ­ჩე­ვა ყო­ველ­თვის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, თუმ­ცა პანკრე­ა­სის შემ­თხვე­ვა­ში რო­ბოტს გა­დამ­წყვე­ტი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს.

„პანკრე­ას­ზე ჩა­რე­ვა მას­შტა­ბუ­რი და პა­ცი­ენ­ტის­თვის საკ­მა­ოდ ტრავ­მუ­ლი პრო­ცე­სია. ის მო­ი­თხოვს უდი­დეს სი­ზუს­ტეს ანა­ტო­მი­უ­რად ვიწ­რო სტრუქ­ტუ­რებ­ში. აქ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სის­ხლძარ­ღვე­ბის­გან ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლით გან­ცალ­კე­ვე­ბა. რო­ბო­ტუ­ლი სის­ტე­მა სწო­რედ ამით გა­მო­ირ­ჩე­ვა: ქსო­ვი­ლე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ტრავ­მა­ტი­ზა­ცია, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი 3D ვი­ზუ­ა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი და ორი კა­მე­რა, რაც ლა­პა­როს­კო­პი­ას­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. ქი­რურ­გი ყვე­ლა წვრილ­მანს აკონ­ტრო­ლებს, რაც პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ პე­რი­ოდ­ზე პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა,“ – აღ­ნიშ­ნავს ექი­მი.


პა­
ცი­ენ­ტის გა­მოც­დი­ლე­ბა

რო­გორც ნა­ნუ­ლი და­ვი­თუ­რი გვიყ­ვე­ბა, მას მა­ნამ­დე ოპე­რა­ცია არას­დროს ჰქო­ნია გა­კე­თე­ბუ­ლი. რო­ბო­ტუ­ლი მე­თო­დის შე­სა­ხე­ბაც პირ­ვე­ლად გა­ი­გო, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი ექი­მის ნდო­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით მი­ი­ღო.

„ბა­ტონ ემ­ზარს თა­ვი­დან­ვე ვენ­დე და ამ ნდო­ბამ გა­ა­მარ­თლა. პირ­ვე­ლად მოვ­ხვდი კლი­ნი­კა­ში და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ იმ სი­მარ­ტი­ვით, რომ­ლი­თაც ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­ა­რე. მე­სა­მე დღეს უკვე წა­მო­მა­ჯი­ნეს, მე­ო­თხე დღეს კი პა­ლა­ტა­ში სა­კუ­თა­რი ფე­ხით გა­ვი­ა­რე. ჩემი შვი­ლე­ბიც გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. მზრუნ­ვე­ლი გა­რე­მო და პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა გუნ­დი და­მეხ­მა­რა, რომ თავი კარ­გად მეგ­რძნო. ისე­თი ექი­მია, ბო­ლომ­დე რომ ენ­დო­ბი. მან გა­და­მარ­ჩი­ნა,“ — იხ­სე­ნებს ნა­ნუ­ლი და­ვი­თუ­რი.


მი­
თე­ბი რო­ბო­ტის შე­სა­ხებ

ოპე­რა­ცი­ას მარ­თლა რო­ბო­ტი აკე­თებს? – ეს არის პირ­ვე­ლი კი­თხვა, რო­მე­ლიც რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გი­ის შე­სა­ხებ ნე­ბის­მი­ერ პა­ცი­ენტს უჩ­ნდე­ბა და სწო­რედ ამა­ზე არას­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია უჩენს ეჭვს უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ის მი­მართ. ემ­ზარ ნა­დი­რა­ძე პა­რა­ლელს ავ­ლებს წლე­ბის წი­ნან­დელ პე­რი­ოდ­თან, რო­დე­საც ლა­პა­როს­კო­პი­ის მი­მარ­თაც არ­სე­ბობ­და სკეპ­ტი­ციზ­მი. დღეს პა­ცი­ენ­ტე­ბის თით­ქმის 100% თა­ვად ითხოვს ლა­პა­როს­კო­პი­ულ ჩა­რე­ვას ღია წე­სით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის ნაც­ვლად.

„რო­ბო­ტი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც ლა­პა­როს­კო­პი­ის გან­ვი­თა­რე­ბა. მე­თო­დის მთა­ვა­რი ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ისაა, რომ ქი­რურ­გი უშუ­ა­ლოდ პა­ცი­ენ­ტთან კი არ დგას, არა­მედ იმა­ვე ოთახ­ში, სპე­ცი­ა­ლურ კონ­სოლ­თან ზის. რო­ბო­ტის ინ­სტრუ­მენ­ტებს აქვთ სახ­სრუ­ლი მოძ­რა­ო­ბის უნა­რი და ადა­მი­ა­ნის ხე­ლის მოძ­რა­ო­ბის მსგავ­სი ქმე­დე­ბა შე­უძ­ლია. ექი­მი მისი კონ­სო­ლი­დან მარ­თავს რო­ბო­ტის ხელს, რო­მელ­საც მუც­ლის ზე­და­პირ­ზე ზე­წო­ლა არ აქვს, ხან­გრძლი­ვი ოპე­რა­ცი­ის დრო­საც გა­მო­რი­ცხუ­ლია ტრე­მო­რი და სა­ო­პე­რა­ციო ზო­ნას­თან მაქ­სი­მა­ლუ­რი მი­ახ­ლო­ე­ბა შე­უძ­ლია. სის­ტე­მა იმ­დე­ნად დახ­ვე­წი­ლია, რომ ვი­ზუ­ა­ლუ­რი ხედ­ვის არი­დან გას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში რო­ბო­ტი წყვეტს მოქ­მე­დე­ბას. სა­ბო­ლო­ოდ, ვი­ღებთ მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ზუს­ტით ჩა­ტა­რე­ბულ ოპე­რა­ცი­ას, რო­მე­ლიც პა­ცი­ენ­ტის­თვის ნაკ­ლე­ბად ტრავ­მუ­ლია და მი­ნი­მუ­მამ­დე შემ­ცი­რე­ბულ სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პე­რი­ოდს”, – გან­მარ­ტავს ქი­რურ­გი.


მო­
მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვა

ექი­მე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის შემ­დეგ რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია ისე­თი­ვე დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ტრა­დი­ცია იქ­ნე­ბა, რო­გორც დღეს ლა­პა­როს­კო­პი­აა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ სის­ტე­მა თა­ვის თავ­ში დის­ტან­ცი­უ­რად ჩა­ტა­რე­ბულ ოპე­რა­ცი­ებს გუ­ლის­ხმობს. ამ ეტაპ­ზე, ექი­მის კონ­სო­ლი სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში, პა­ცი­ენ­ტის გვერ­დით არის გან­თავ­სე­ბუ­ლი. თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად მთა­ვა­რი ქი­რურგს პა­ცი­ენ­ტთან ფი­ზი­კუ­რი შე­ხე­ბა არ აქვს. უშუ­ა­ლოდ სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­დას­თან სა­ო­პე­რა­ცი­ოს ექი­მი და ექთა­ნი მუ­შა­ო­ბენ. მათ შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია მიკრო­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ძლი­ე­რი ინ­ტერ­ნეტ­კავ­ში­რის შემ­თხვე­ვა­ში არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ექი­მი სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში იქ­ნე­ბა, თუ სხვა კონ­ტი­ნენტზე.

რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია ნამ­დვი­ლად მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მწვერ­ვა­ლია. ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ნუ­ლი კი ჩვენ­თან სა­უ­ბარს ამ წი­ნა­და­დე­ბით ას­რუ­ლებს: „ერთი თვე გა­ვი­და და მგო­ნია, რომ ოპე­რა­ცია არც გა­მი­კე­თე­ბია“.

 

წყარო www.ambebi.ge