რო­ბო­ტულ მე­დი­ცი­ნა­ზე სა­უბ­რი­სას ბევ­რს ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ფილ­მი წარ­მო­უდ­გე­ბა თვალ­წინ, თუმ­ცა ეს რე­ა­ლო­ბაა და ის სრუ­ლი­ად ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ქარ­თვე­ლო­შიც. და მა­ინც, რას ნიშ­ნავს რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია? მარ­თლა რო­ბო­ტი აკე­თებს ოპე­რა­ცი­ას? რო­ბო­ტი ექიმ­ზე უკე­თე­სად მუ­შა­ობს? – ეს მხო­ლოდ ნა­წი­ლია იმ კი­თხვე­ბი­სა, რომ­ლებ­ზე პა­სუ­ხიც და­გარ­წმუ­ნებთ, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა სა­ო­ცა­რი ტემ­პით ვი­თარ­დე­ბა და რო­ბო­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით ოპე­რა­ცი­ე­ბი ისე­თი სი­ზუს­ტით ტარ­დე­ბა, რო­გო­რიც ათე­უ­ლი წლე­ბის წინ ყვე­ლა­ზე მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბის­თვი­საც კი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო.

რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გი­ის არსი რომ სწო­რად გა­ვი­გოთ, პირ­ველ რიგ­ში, უნდა გა­ქარ­წყლდეს მითი იმის შე­სა­ხებ, რომ რო­ბო­ტი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი და­ნად­გა­რია. მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ქი­რურ­გი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ზო­გა­დი ქი­რურ­გი, ონ­კო­ქი­რურ­გი ემ­ზარ ნა­დი­რა­ძე გან­მარ­ტავს, რომ რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გი­ის მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი ეფუძ­ნე­ბა დის­ტან­ცი­უ­რი მარ­თვის მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ სის­ტე­მას, რო­მე­ლიც ქი­რურგს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ოპე­რა­ცია პა­ცი­ენ­ტთან უშუ­ა­ლო ფი­ზი­კუ­რი კონ­ტაქ­ტის გა­რე­შე ჩა­ა­ტა­როს.

„რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გი­ის დროს გვჭირ­დე­ბა ორი კონ­სო­ლი: პა­ცი­ენ­ტის და ექი­მის. ქი­რურ­გის კონ­სო­ლი სპე­ცი­ა­ლურ კა­ბი­ნა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც სა­ო­პე­რა­ციო მა­გი­დის­გან მო­შო­რე­ბით დგას. უშუ­ა­ლოდ პა­ცი­ენ­ტთან კი ასის­ტენ­ტი ქი­რურ­გი დგას. მთა­ვა­რი ქი­რურ­გი თი­თებ­ზე იკე­თებს მისი კონ­სო­ლის სპე­ცი­ა­ლურ სა­მაგ­რებს, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც მარ­თავს რო­ბო­ტის მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ „ხე­ლებს“ პა­ცი­ენ­ტის კონ­სოლ­ზე. სის­ტე­მა ზუს­ტად აღიქ­ვამს ქი­რურ­გის თი­თო­ე­ულ ჟესტს, თი­თის აწე­ვას, მოხ­რას თუ სხვა მოქ­მე­დე­ბას და რე­ა­ლურ დრო­ში გა­და­აქვს ეს მოძ­რა­ო­ბა მუც­ლის ღრუ­ში მყოფ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე. ქი­რურ­გი ოპე­რა­ცი­ას სპე­ცი­ა­ლუ­რი 3D კა­მე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხე­დავს. პა­ცი­ენ­ტთან მყოფ ასის­ტენ­ტსა და ექთან­თან კავ­ში­რი კი უწყვეტ რე­ჟიმ­ში, მიკრო­ფო­ნე­ბი­სა და დი­ნა­მი­კე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. და­მა­ტე­ბი­თი მი­თი­თე­ბე­ბის გა­ცე­მა სწო­რედ ასე ხდე­ბა. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, რო­ბო­ტი არის უზუს­ტე­სი „შუ­ა­მა­ვა­ლი“, რო­მე­ლიც ქი­რურ­გის გა­მოც­დი­ლე­ბას, ცოდ­ნას და თი­თე­ბის მოძ­რა­ო­ბას უზუს­ტეს ფი­ზი­კურ ქმე­დე­ბად აქ­ცევს სა­ო­პე­რა­ციო არე­ში. ის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ხან­გრძლი­ვი ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი იღ­ლე­ბა და ქი­რურ­გის ხე­ლის მუ­შა­ო­ბა ნელ­დე­ბა. რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გი­ის დროს კი დაღ­ლი­ლო­ბის მო­მენ­ტი ნაკ­ლე­ბია და იზ­რდე­ბა ერ­გო­ნო­მი­უ­ლო­ბა. 5 ან 7 სა­ა­თის შემ­დე­გაც პრაქ­ტი­კუ­ლად ისე­ვე მი­დის მუ­შა­ო­ბა, რო­გორც ოპე­რა­ცი­ის და­სა­წყის­ში,“ – გან­მარ­ტავს ემ­ზარ ნა­დი­რა­ძე.

სა­მე­დი­ცი­ნო ენა­ზე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბას რო­ბოტ-ასის­ტი­რე­ბუ­ლი ლა­პა­როს­კო­პია ეწო­დე­ბა, რაც მისი მუ­შა­ობს პრინ­ციპს უკე­თე­სად ახა­სი­ა­თებს. რო­გორც მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ექი­მი გი­ნე­კო­ლო­გი, ონკო-გი­ნე­კო­ლო­გი, ურო-ონ­კო­ლო­გი ნი­კო­ლოზ სა­რა­უ­ლი აღ­ნიშ­ნავს, ეს არის ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც ქი­რურგს სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის სრუ­ლად გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს.

„რო­ბო­ტუ­ლი სის­ტე­მა ქი­რურგს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მაქ­სი­მა­ლუ­რად დახ­ვე­წი­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, ეს ტრე­მო­რის­გან ანუ ხე­ლის კან­კა­ლის­გან და­ზღვე­ვას ნიშ­ნავს, რაც ხან­გრძლი­ვი ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. პა­ცი­ენ­ტის კონ­სო­ლი, რო­მე­ლიც მუც­ლის ღრუ­ში მუ­შა­ობს, უზ­რუნ­ველ­ყოფს გან­სა­კუთ­რე­ბულ მოქ­ნი­ლო­ბას, სი­ზუს­ტე­სა და სის­წრა­ფეს, რაც ოპე­რა­ცი­ას ნაკ­ლე­ბტრავ­მულს ხდის და ზო­გავს ჯან­საღ ქსო­ვი­ლებს. მისი კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა უკე­თე­სი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­აა. ტრა­დი­ცი­უ­ლი ლა­პა­რა­კოს­კო­პი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­დაც ექი­მი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას და­შო­რე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რი­დან ხე­დავს, რო­ბო­ტუ­ლი სის­ტე­მა სიღ­რმი­სე­ულ, 3D ვი­ზუ­ალს იძ­ლე­ვა. ეს ქმნის პი­რის­პირ მუ­შა­ო­ბის ეფექტს, რად­გან ქი­რურ­გი ხე­დავს ყვე­ლა­ფერს მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლოს, 360-გრა­დუ­სი­ა­ნი ხედ­ვის არე­ა­ლით,“ – გან­მარ­ტავს ქი­რურ­გი.

რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია დღეს მე­დი­ცი­ნა­ში „ახა­ლი სი­ტყვაა“, რო­მელ­საც ქი­რურ­გი­უ­ლი მა­ნი­პუ­ლა­ცია თვი­სობ­რი­ვად ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­დაჰ­ყავს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ მე­თოდს თავ­და­პირ­ვე­ლად ონ­კო­ლო­გი­ურ პა­ცი­ენ­ტებ­ში პა­თო­ლო­გი­უ­რი ქსო­ვი­ლე­ბის მო­საკ­ვე­თად იყე­ნებ­დნენ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი სი­ზუს­ტე კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია. თუმ­ცა მისი გა­მო­ყე­ნე­ბის არე­ა­ლი მუდ­მი­ვად ფარ­თოვ­დე­ბა.

ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი წარ­მა­ტე­ბით იყე­ნე­ბენ რო­გორც ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბის (საშ­ვი­ლოს­ნოს ტა­ნის, ყე­ლის), ისე რთუ­ლი კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბის ენ­დო­მეტ­რი­ო­ზი­სა და ადე­ნო­მი­ო­ზის, მი­ო­მე­ბის, რა­დი­ა­კა­ლუ­რი ჰის­ტე­რექ­ტო­მის დროს. ის უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა პანკრე­ა­სის ოპე­რა­ცი­ის, ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის ამოკ­ვე­თის და რა თქმა უნდა, საყ­ლა­პა­ვი­სა და კუ­ჭის კი­ბოს დროს. ემ­ზარ ნა­დი­რა­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ იქ, სა­დაც ადრე მუ­ცელკ­ვე­თა ან ნაწ­ლა­ვის მუდ­მი­ვი გა­მო­ტა­ნა იყო სა­ჭი­რო, რო­ბო­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა შე­ნარ­ჩუნ­დეს ორ­გა­ნოს ფუნ­ქცია და თა­ვი­დან იქ­ნას აცი­ლე­ბუ­ლი ტრავ­მუ­ლი ღია ქი­რურ­გია. რო­ბო­ტი მე­ტად ეფექ­ტუ­რია პროს­ტა­ტის ოპე­რა­ცი­ე­ბის, შარ­დის ბუშ­ტი­სა და თირკმლის, ღვიძ­ლი­სა და ნაღ­ვლის ბუშ­ტის პა­თო­ლო­გი­ე­ბის, კო­ლო­რექ­ტა­ლუ­რი ქი­რურ­გი­ის დროს.

ლა­პა­როს­კო­პო­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით რო­ბო­ტულ „ხელს“ 7 სა­ხის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბა გა­აჩ­ნია. სწო­რედ ეს გა­ნა­პი­რო­ბებს მის სი­ზუს­ტეს და ეფექ­ტი­ა­ნო­ბას. პრო­ცე­დუ­რის სი­ზუს­ტე კი, რა თქმა უნდა, პა­ცი­ენ­ტის შე­დეგ­ზე აი­სა­ხე. ემ­ზარ ნა­დი­რა­ძე გან­მარ­ტავს, რომ პა­ცი­ენ­ტი არა­ერთ კონ­კრე­ტულ სარ­გე­ბელს იღებს რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გი­ით.

„რო­ბო­ტუ­ლი სის­ტე­მა ქი­რურგს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, იმუ­შა­ოს უკი­დუ­რე­სი სი­ზუს­ტით, რაც ჯან­სა­ღი ქსო­ვი­ლე­ბი­სა და სის­ხლძარ­ღვე­ბის მაქ­სი­მა­ლურ და­ზოგ­ვას ნიშ­ნავს. შე­დე­გად მა­ნი­პუ­ლა­ცია პა­ცი­ენ­ტის­თვის ნაკ­ლე­ბად ტრავ­მუ­ლია. ოპე­რა­ცია მი­ნინ­ვა­ზი­უ­რია და რო­ბო­ტუ­ლი „ხე­ლე­ბი“ მუც­ლის კე­დელ­ზე ნაკ­ლებ ზე­წო­ლას ახ­დენს, პა­ცი­ენ­ტი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ტკი­ვილს თით­ქმის ვერ გრძნობს. სწო­რი ნაწ­ლა­ვის ან მენ­ჯის ღრუს ოპე­რა­ცი­ე­ბი­სას კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ნერ­ვუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. რო­ბო­ტის ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცია სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ეს ნერ­ვე­ბი არ და­ზი­ან­დეს, რაც პა­ცი­ენ­ტის­თვის ორ­გა­ნოს ფუნ­ქცი­ის სრულ­ყო­ფილ შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ნიშ­ნავს. რო­ბო­ტუ­ლი ქი­რურ­გია უზ­რუნ­ველ­ყოფს ლიმ­ფუ­რი კვან­ძე­ბის უფრო სრულ­ყო­ფილ ამოკ­ვე­თას და გა­დაჭ­რის ხა­ზე­ბის სი­ზუს­ტეს, რაც სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის. რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტე­ბი ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ იგე­ბენ, მათ შიში უქ­რე­ბათ და სრუ­ლი მზა­ო­ბა აქვთ თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი მი­ი­ღონ,“ – გან­მარ­ტავს ემ­ზარ ნა­დი­რა­ძე, რო­მელ­საც უკვე 100-მდე რო­ბო­ტუ­ლი ოპე­რა­ცია აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

ქი­რურ­გე­ბი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ისი­ნი 2025 წლის რო­ბო­ტით მუ­შა­ო­ბენ, რაც პრო­ცე­დუ­რე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბას კი­დევ უფრო ზრდის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ მათ რო­ბოტ­თან მუ­შა­ო­ბის საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რი სწავ­ლე­ბა გა­ი­ა­რეს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში.

ქი­რურ­გი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ემო­ცი­ით იხ­სე­ნე­ბენ პირ­ველ და­მო­უ­კი­დე­ბელ რო­ბო­ტულ ოპე­რა­ცი­ას.

„ეს გახ­ლდათ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა – ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტი, რო­მელ­საც რო­ბო­ტის დახ­მა­რე­ბით რა­დი­კა­ლუ­რი ჰის­ტე­რექ­ტო­მია გა­ვუ­კე­თეთ. ოპე­რა­ცი­ის მას­შტა­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ის მე­ო­რე დღეს­ვე გა­ე­წე­რა კლი­ნი­კი­დან. ეს იყო პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა. ასე­ვე გვყავ­და ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებ­და სამ­კურ­ნა­ლოდ წას­ვლას, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში უსაფრ­თხო ჩა­რე­ვას ვერ სთა­ვა­ზობ­დნენ. ჩვე­ნი რო­ბო­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით კი ეს ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და და პა­ცი­ენ­ტმა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­ი­ა­რა მისი წო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე რის­კე­ბის მი­უ­ხე­და­ვად,“ – აღ­ნიშ­ნავს ნიკა სა­რა­უ­ლი.

ტრა­დი­ცი­უ­ლი ქი­რურ­გია თა­ვის ად­გილს ყო­ველ­თვის შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს, მაგ­რამ რო­ბო­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნა არის ის გარ­დამ­ტე­ხი ეტა­პი, რო­მელ­მაც ექი­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა ახალ ეტაპ­ზე და­ა­ყე­ნა. დღეს­დღე­ო­ბით ექი­მის კონ­სო­ლი და რო­ბო­ტის „ხელი“ კა­ბე­ლე­ბი­თაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა 5G ინ­ტერ­ნე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა მალე დის­ტან­ცი­უ­რი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც რე­ა­ლურს გახ­დის.

 

წყარო www.mkurnali.ge